მსოფლიოტექნოლოგიები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელიც ხანდაზმულებს დაცემისგან დაიცავს (ვიდეო)

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი ადამიანის წონასწორობის შენარჩუნებისთვის. მეცნიერების ინფორმაციით, რობოტი, რომელსაც კუდის ფორმა აქვს, ხანდაზმულებს დაცემის რისკის შემცირებაში დაეხმარება.

კუდის პროტოტიპი ხელოვნურ მალებზეა დაფუძნებული.

იაპონელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ 71 სმ სიგრძის კუდს სხვადასხვა სახის პროგრამა ექნება, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს, წონასწორობის შენარჩუნება მძიმე ტვირთის ტარების დროსაც შეძლონ.

კუდის კონსტრუქცია ისეა აგებული, რომ საჭიროების მიხედვით, მალების დამატება ან შემცირება შესაძლებელია.

რობოტი ხანდაზმული ადამიანების გარდა, ასევე დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომელთაც წონასწორობის შენარჩუნება უჭირთ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close