რობერტ კენედის შვილიშვილი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის უმცროსი ძმის, ცნობილი პოლიტიკოსის, რობერტ კენედის შვილიშვილი სორს კენედი ჰილი ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ THE NEW YORK TIMES-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 22 წლის გოგონა კენედების მამულში, ჰაიენის-პორტში გარდაცვლილი იპოვეს.
„დღეს სამყარო ნაკლებად მშვენიერი გახდა“, – განაცხადა რობერტ კენედის 91 წლის ქვრივმა ეთელმა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გოგონას დეპრესია სტანჯავდა.
რობერტ (ბობი) კენედი კენჭს იყრიდა პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ კალიფორნიის პრაიმერის მოგების შემდეგ, 1968 წლის 5 ივნისს იგი არაბმა ემიგრანტმა სირჰან სირჰანმა მოკლა. რობერტს თავისი მეუღლისგან – ეთელისგან 11 შვილი დარჩა, მათგან მეთერთმეტე მამის სიკვდილის შემდეგ დაიბადა.
კომენტარები