ჯანმრთელობარჩევები

ქოლესტერინი სისხლში: რატომ არის საშიში მისი მაღალი დონე, როდის ჩავაბაროთ ტესტი და როგორ დავარეგულიროთ

ქოლესტერინი – ეს არის წყალში უხსნადი ნივთიერება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

თავისთავად, ქოლესტერინი – შეუცვლელი ლიპიდია, რომელსაც ღვიძლის სტრუქტურები აგენერირებენ და საჭიროა მთელი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. მისი მნიშვნელობა განისაზღვრება იმით, რომ ეს ნივთიერება თავისებური საშენი მასალაა, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა უჯრედული სტრუქტურების რეგენერაციისთვის. ქოლესტერინი მონაწილეობს ნაღვლის მჟავების და ვიტამინ D-ს ფორმირებაში. ცვილისებრი სტეროიდი შედის ტვინის ქსოვილების შემადგენლობაშიც. ამას გარდა, ქოლესტერინზე პირდაპირ არის დამოკიდებული ცენტრალური ნერვული სისტემის კორექტული მუშაობა.

ქოლესტერინი წარმოადგენს სტეროიდული ჰორმონების საფუძველს. ადამიანის ორგანიზმს მის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ორგანიზმისთვის სახიფათოა ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა.

ქოლესტერინის ნორმის ზედა ზღვარი არის 200-239 მგ/დლ. ოპტიმალური რაოდენობაა 200 მგ/დლ, თუმცა, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქოლესტერინის ზედმეტად დაბალი დონეც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

ორგანიზმში ქოლესტერინის ტრანსპორტირება სისხლის პლაზმის მეშვეობით ხდება. მედიკოსები განასხვავებენ „ცუდ“ ქოლესტერინს, რომლის ანომალიურად მაღალი შემცველობა იწვევს არტერიის დაცობას და გულ-სისხლძარღვთა რიგი დაავადების წარმოქმნის მიზეზი ხდება.

„კარგი“ ქოლესტერინი თავისუფლად ცირკულირებს ორგანიზმში და ორგანიზმიდან გამოდის (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლოდროინდელი გამოკვლევების საფუძველზე მედიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ამ დაყოფას, თუმცა ფაქტია, რომ სისხლძარღვების დაცობის მიზეზით ბევრი ადამიანი კვდება).

ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინი საკვებიდანაც ხვდება, ძირითადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან. მცირე რაოდენობით ქოლესტერინის სინთეზირებას ახდენენ მცენარეები და სოკოებიც.

რატომ არის საშიში ქოლესტერინის მაღალი დონე?

საკვები პროდუქტებიდან ბევრი ცხიმის მიღებისას, განსაკუთრებით, როდესაც ეს პროდუქტები ცხოველური წარმოშობისაა, სისხლის გაჯერება ხდება „ცუდი“ ქოლესტერინით, რომელიც არტერიებში გროვდება, მათ ასქელებს და სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს.

ამას შეიძლება გამოიწვიოს:

* გულის იშემიური დაავადების გაზრდილი რისკი – სისხლით მომარაგების და გულისთვის ჟანგბადის მიწოდების გაუარესება.

* ინფარქტი – ყველაზე ხშირად კორონალური არტერიის დაცობის გამო, რომელიც გულის კუნთის ნაწილს სისხლს და ჟანგბადს აწვდის.

* ტკივილები გულის არეში, რომელიც ჩნდება არასაკმარისი სისხლის ნაკადის გამო კრუნჩხვებისას. ამას ახლავს გამაღიზიანებელი ტკივილი მარცხენა მხარში, შესაძლოა კისერსა და ქვედა ყბის მიდამოებშიც.

* ინსულტი და მინი ინსულტი – ტვინში სისხლძარღვის დაცობის გამო, რის შედეგადაც სისხლის მიწოდება აღარ ხდება. შედეგად, ტვინის უჯრედები იღუპებიან. ინსულტი შეიძლება იყოს ჰემორაგიული ანუ ტვინში სისხლის ჩაქცევით გამოწვეული.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

არ არსებობს არანაირი სიმპტომები, რითაც პაციენტი იგრძნობს ქოლესტერინის მაღალი დონის არსებობას სისხლში. ზოგიერთი სუბიექტური შეგრძნება შესაძლოა იყოს მხოლოდ ათეროსკლეროზის არსებობისას და ეს შეიძლება გამოიხატოს ტკივილით გულის არეში ან ფეხების ტკივილით ფიზიკური დატვირთვის დროს, რომელიც სისხლძარღვების შევიწროებული ღრეჩოს გამო წარმოიშობა.

ითვლება, რომ მცირე ზომის ყვითელი ლაქების გაჩენა კანზე, განსაკუთრებით თვალების გარშემო, ქოლესტერინის მაღალ დონეზე მიანიშნებს.

ქოლესტერინის მაღალი დონის განსაზღვრა ადვილია სისხლის მარტივი ანალიზით, რომლის ჩატარებამდე რეკომენდებულია 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები, რათა შედეგები სანდო და ზუსტი იყოს.

როგორ შევინარჩუნოთ ქოლესტერინი ნორმაში?

იმისათვის, რომ სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდა არ დაუშვათ, პირველ რიგში, უნდა შეზღუდოთ ცხოველური წარმოშობის საკვები, როგორიცაა: ხორცი და მოუხდელი, ცხიმიანი რძის პროდუქტები, ნაჯერი ცხიმები, რომლებიც შედის ძეხვეულში, შემწვარ საკვებში, მზა სოუსებში, ცომეულში, ტორტებში, ღვეზელებსა და ა. შ.

ქოლესტერინის დონის შესამცირებლად უნდა შეზღუდოთ შემდეგი საკვების მოხმარება:

* არაჟანი;

* კვერცხი (ქათმის; მწყრის კვერცხი დასაშვებია);

* ცხიმიანი საკვები;

* ღორის, საქონლის და ცხვრის ხორცი.

თუ დიეტას ყურადღებას აქცევთ, მაგრამ არ მოძრაობთ, ცუდი ქოლესტერინის დონემ შეიძლება აიწიოს, კარგი კი დაბალ დონეზე დარჩეს.

დამტკიცებულია, რომ ცუდი ქოლესტერინის დონე უფრო მაღალია მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებში.

ამასთან, ქოლესტერინის დონის ზრდა შეიძლება მოხდეს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა დარღვევის ფონზე, როგორიცაა:

* შაქრიანი დიაბეტი;

* თირკმლების დაავადებები;

* ღვიძლის დაავადებები;

* ჰიპერემია (ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა).

ქოლესტერინის მაღალი დონის მიზეზი შეიძლება გენეტიკური ფაქტორი იყოს. მემკვიდრეობითი ფაქტორი მნიშვნელოვანი ხდება, თუ მამათქვენმა ან თქვენმა ძმამ გულის იშემიური დაავადებები ან ინსულტი გადაიტანეს 55 წლამდე ასაკში, ხოლო დედამ და დამ – 65 წლამდე ასაკში.

ჩვეულებრივ, მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან მაღალი ქოლესტერინისადმი, ვიდრე ქალები; ასაკის მატებასთან ერთად ეს რისკი ორივე სქესის წარმომადგენლებში იზრდება.

პროფილაქტიკა

სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდის პროფილაქტიკა რამდენიმე მარტივ წესს გულისხმობს:

* მინიმუმ 30 წუთი სიარული დღეში;

* ჯანსაღი კვება ხილის, ბოსტნეულის, დაუფქვავი მარცვლეულის გაზრდილი მოხმარებით, კარგი ცხიმების მიღება და ნაჯერ ცხიმებზე უარის თქმა;

* საკმარისი ძილი – 7-8 საათი დღე-ღამეში;

* სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება;

* ალკოჰოლსა და მოწევაზე უარის თქმა.

მოამზადა კირა კარიაულმა

მსგავს თემაზე: ქოლესტერინის დონის შემცირება კიტრის წვენით – მარტივად და უსაფრთხოდ

„ოქროს რძე“ – დაამზადეთ და დაივიწყეთ ბევრი პრობლემა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close