ჯანმრთელობა

„ოქროს რძე“ – დაამზადეთ და დაივიწყეთ ბევრი პრობლემა

„ოქროს რძე“ იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ ყველას არგებს ყოველ საღამოს მისი დალევა.

ამ საოცარი კოქტეილის მთავარი შემადგენელია ქურქუმა (ყვითელი კოჭა). ქურქუმის ფოთლებსა და ფესვში შედის ინტენსიური ყვითელი ფერის საღებავი ნივთიერება – ქურქუმინი და ბევრი ეთერზეთი. „ოქროს რძის“ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მართლაც შეუფასებელია, ის კიბოს უჯრედებსაც აქტიურად ებრძვის, რადგანაც მის შემადგენლობაში ბევრი ანტიოქსიდანტია (ანტიოქსიდანტები – ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს დაზიანებული მოლეკულებისაგან ათავისუფლებენ. ამ მოლეკულებს თავისუფალი რადიკალები ჰქვია და ისინი ადამიანის ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება ჟანგვა-აღდგენითი პროცესების შედეგად, რომლებიც ყველა ორგანოსა და სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ).

აი, „ოქროს რძის“ შთამბეჭდავი სასარგებლო თვისებები:

[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] იმუნიტეტის გაძლიერება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] ანტიკანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) მოქმედება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] ქოლესტერინის დონის რეგულირება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] ღვიძლის დეტოქსიკაცია (შხამების გამოდევნა);
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] წონის და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] ორგანიზმის ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] მეხსიერების და ტვინის მუშაობის გაუმჯობესება;
[wp-svg-icons icon=”aperture” wrap=”i”] ნევრალგიური დარღვევების დროს დახმარება.

„ოქროს რძისთვის“ თავიდან ქურქუმის პასტა მოამზადეთ. ამისთვის საჭიროა:

1/4 ჭიქა (50 გ) ქურქუმის ფხვნილი; 1/2 ჭიქა გაფილტრული წყალი (შეიძლება 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილის დამატებაც. შავი პილპილი შეიცავს ნივთიერება პიპერინს, რომელიც ქურქუმის აქტიურ შეთვისებას ორჯერ ზრდის).

მომზადების წესი:

წყალი და ქურქუმის ფხვნილი ერთმანეთში აურიეთ და 5-7 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. მიიღებთ მოოქროსფრო-მოყავისფრო მასას. ეს ნარევი მინის ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ – საჭირო არ არის მისი ყოველწუთს მომზადება, როცა „ოქროს რძის“ მიღებას გადაწყვეტთ.

ძილის წინ აადუღეთ ერთი ჭიქა რძე (თუ ნუშის ან ქოქოსის რძე გექნებათ, უფრო უკეთესი, თუ არადა, ჩვეულებრივი ძროხის რძეც გამოდგება; შეიძლება თხის რძეც, თუ კუჭქვეშა ჯირკვალი არ გაწუხებთ), დაუმატეთ 1 ჩ/კ ქურქუმის პასტა და 1/4 ჩ/კ ნუშის ზეთი (რომელსაც საჭმელში ხმარობენ. შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ან პროდუქტის მაღაზიაში. თუ ვერ იშოვით, მის გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა). ყველა შემადგენელი, თაფლის გარდა, ერთმანეთში აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლი გამორთეთ, ცოტა შეაგრილეთ და შემდეგ აურიეთ თაფლი გემოვნებით. თაფლის ადუღება არ შეიძლება, რადგან სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. შეიძლება 1 ჩ/კ თაფლი პირდაპირ ჩაიდოთ პირში და ქურქუმიანი რძე მიაყოლოთ. ქურქუმის პასტა რძეში ბოლომდე არ იხსნება, ამიტომ რძეს ერთბაშად ნუ დალევთ, დანალექი კარგად უნდა აურიოთ და ბოლომდე მიიღოთ. ეს კოქტეილი გემრიელიცაა და ძილზეც კარგად მოქმედებს – მშვიდად დაგეძინებათ. უკვე 3 დღის შემდეგ დაინახავთ შედეგს: ენერგია მოგემატებათ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

„ოქროს რძე“ აღადგენს სისხლძარღვთა სისტემის კაპილარულ ქსელს, ასუფთავებს მას, ხელს უშლის მარილების დაგროვებას, აუმჯობესებს სახის ფერს და აახალგაზრდავებს კიდეც ადამიანს.

ამ მკურნალობის კურსია 40 დღე და შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ.

გაფრთხილება: თუ სანაღვლე გზების გაუვალობა გაწუხებთ ან ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, ქურქუმის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ქურქუმა ფრთხილად უნდა მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებენ და ადამიანებმა, რომლებიც სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (ასპირინი, ვარფარინი და სხვ.) სვამენ. საერთოდ, როდესაც რაიმე სახის მკურნალობას გადაწყვეტთ, ყოველთვის საჭიროა წინასწარ ექიმის კონსულტაცია, მით უმეტეს, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ.

„ოქროს რძე“ არის ინდური ხალხური მედიცინის რეცეპტი

მოამზადა კირა კარიაულმა

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

ამავე თემაზე: ქურქუმა – ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close