პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ან აღდგენის ვადა იცვლება

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და, ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ, ვადა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიეცემათ – შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებთან დაკავშირებითაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, უფლება მიეცათ 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში ანუ 2019 წლის 15 აგვისტომდე მიემართათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოეთხოვათ.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით კი, შესაბამისი სამართლებრივი ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ანალოგიური ვადა დაწესდება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველთათვის: საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება მიეცემა სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს.

მსგავს თემაზე: ორმაგ მოქალაქეობასა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული დეტალური განმარტებები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close