მსოფლიოქართველები უცხოეთშისპორტი
ტატიშვილს „როლან გაროსის“ საპრიზო 46 ათასი დოლარს უბრუნებენ
ქართული წარმოშობის ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა განაცხადა, რომ „როლან გაროსის“ პირველ წრეში მონაწილეობისთვის მოპოვებულ საპრიზო თანხას დაუბრუნებენ.
„დიდი სლემის” ტურნირების საბჭომ გააუქმა ჩემი სასჯელი 2019 წლის „როლან გაროსზე“. მათ აღიარეს, რომ პროფესიულად ვთამაშობდი პირველიდან ბოლო გათამაშებამდე და დამიბრუნებენ ყველა საპრიზოს, რომელიც მოვიპოვე“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ტატიშვილმა.
ამერიკელმა ჩოგბურთელმა „როლან გაროსის“ პირველ წრეში ბერძენ მარია საკარისთან 0:6, 1:6 წააგო, რის შემდეგაც მსაჯმა დაადგინა, რომ მისი გამოსვლა არ შეესაბამებოდა პროფესიულ სტანდარტებს. შედეგად, ჩოგბურთელს 46 ათასი დოლარი ჩამოართვეს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მიზეზით, უიმბლდონის პირველი წრეში მოპოვებული თანხა ჩამოართვეს ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს.
ცნობისთვის: საფრანგეთის ღია პირველობა, ასევე ცნობილი როგორც „როლან გაროსი“, დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირია, რომელიც 1891 წლიდან ყოველწლიურად ტარდება პარიზში.
1tv.ge
კომენტარები