მოგზაურობამსოფლიოსაქართველოსპორტი

პირველად ქართველმა მთამსვლელებმა „მკვლელი მთა“ დალაშქრეს

არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, რომლებმაც ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს.

პაკისტანში მდებარე მწვერვალის სიმაღლე 8 126 მეტრია და ის სიმაღლით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ნანგა პარბატი ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით გამოირჩევა. მე-20 საუკუნეში მის დალაშქვრას არაერთი მთასვლელის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც მას „მკვლელი მთა“ შეარქვეს. მთასვლელთა ფედერაციის ინფორმაციით, აღნიშნული ექსპედიცია ერთ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

„ექსპედიცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, კლიმატური პირობების გამო. წელს დიდი ოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც საგრძნობლად გაართულა და ხიფათი შესძინა მთაზე გადაადგილებას. ბიჭებს მოუწიათ დიდი და მძიმე დღეები, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია, ლოდინი მანამ, სანამ ამინდი შესაძლებლობას მისცემდათ გზა გაერძელებინათ.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მათ მოახერხეს მთაზე ასვლა!“ – წერს მთამსვლელთა ფედერაცია სოციალურ ქსელში.

მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close