2019 წლის ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო, – ამის შესახებ ევროკავშირის დედამიწის კვლევის სააგენტო „კოპერნიკი“ იუწყება.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ივნისის საშუალო ტემპერატურა სხვა წლების მაჩვენებელს 2℃-ით აღემატებოდა.
ამასთან, გასული კვირაში სიცხემ პიკს მიაღწია: ამ პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. პაპანაქება სიცხის ამ ტალღაში ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი და ავსტრია მოყვნენ.
ევროკავშირის დედამიწის კვლევის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კვირის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი სხვა წლების მაჩვენებელს 10℃-ით აღემატებოდა. ანომალიურად მაღალ ტემპერატურას რამდენიმე შემთხვევაში ფატალური შედეგები მოჰყვა.
წყარო: 1tv.ge
მსგავს თემაზე: ძლიერმა სიცხემ იტალიაში სამი ადამიანი იმსხვერპლა
კომენტარები