ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის 991 კურსდამთავრებულს ხელი ჩამოართვა.
2019 წლის კურსდამთავრებულებთან სტუმრობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შესთავაზეს, ხელი მხოლოდ რამდენიმე მათგანისთვის ჩამოერთმია, თუმცა გადაწყვიტა, ყველას პირადად მისალმებოდა.
„მითხრეს: „სერ, არ არის აუცილებელი ხელის ჩამორთმევა. ამას ზოგიერთი აკეთებს. თქვენ შეგიძლიათ ჩამოართვათ ხელი ერთს პირს, მაღალი რანგის წარმომადგენელს. შეგიძლიათ ჩამოართვათ ხელი 10-ს, 50-ს ან 100-ს, შეგიძლიათ, დარჩეთ და ხელი ჩამოართვათ ათასს“. მე დავრჩი ათასისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.
აკადემიის 991 კურსდამთავრებულისთვის ხელის ჩამოსართმევად აშშ-ის პრეზიდენტს დაახლოებით ორი საათი დასჭირდა.
progressnews.ge
კომენტარები