პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 7 ივლისს გაიმართება. ამის თაობაზე საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ცანაკოპულოსმა 28 მაისს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ არჩევნებმა ხელი არ უნდა შეუშალოს სასკოლო გამოცდებს“, – განაცხადა მან Alpha-ს ეთერში.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველმა პარტია „სირიზამ“ მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო ოპოზიციურ „ნეა დიმოკრატიასთან“ (ბერძ. Νέα Δημοκρατία), ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი იძულებული გახდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

„ახალმა დემოკრატიამ“ 26 მაისს 9,3%-ით მეტი ამომრჩევლის ნდობა დაიმსახურა (33,1%), ვიდრე მმართველმა პარტია „სირიზამ“ (23,8%). ეს შედეგი „ნეა დიმოკრატიას“ ევროპარლამენტში 8 მანდატს აძლევს, „სირიზას“ – მხოლოდ 6 მანდატს.

პრემიერმა ალექსის ციპრასმა ორშაბათს საღამოს თავისი პარტიის წევრებს მიმართა და მოუწოდა, აუხსნან ამომრჩეველს, რა შედეგები მოჰყვება და რას დაემუქრება საფრთხე, თუ ეროვნულ არჩევნებში „ნეა დემოკრატია“ გაიმარჯვებს.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: სალვინის „ლიგამ“ გაიმარჯვა, საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება – ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close