ჯანმრთელობარჩევები

ნაწლავების მსუბუქი გაწმენდა და ორგანიზმის გაახალგაზრდავება მარტივი მეთოდით

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის მუშაობა. სწორედ მასზეა დამოკიდებული საჭმლის გადამუშავების პროცესი, ნაწლავები იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს ჩვენ მიერ მიღებული საკვებიდან. 75 წლის განმავლობაში ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას საშუალოდ დაახლოებით 100 ტონა საკვების და 40 ათასი ლიტრი სითხის გადამუშავება უწევს. შედეგად, ნაწლავებში უამრავი ტოქსიკური ნივთიერება ილექება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სხვადასხვა დაავადება ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია პერიოდულად კუჭ-ნაწლავის გაწმენდა. არსებობს ბევრი მეთოდი, მაგრამ ყველას არ მოაქვს სასურველი შედეგი, ზოგიერთი ეფექტიანი მეთოდი კი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგ., ჰიდროკოლონოთერაპიის მეთოდით ნაწლავების გარეცხვა საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, რომელსაც დრო და ფინანსები სჭირდება. ამასთან, ეს პროცესი კუჭ-ნაწლავის მიკროფლორასაც არღვევს და შემდეგ საჭიროა გარკვეული მკურნალობის ჩატარება მიკროფლორის აღსადგენად.

ზოგიერთი ექიმი და დიეტოლოგი გვირჩევს, ყოველდღიურად მივიღოთ ერთი სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი. გარდა იმისა, რომ ის კუჭ-ნაწლავს მიკროფლორის დაუზიანებლად გაწმენდს, წონის დარეგულირებასაც შეუწყობს ხელს. დაფქულ სელის თესლს ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები გამოაქვს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მეცნიერები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სელის თესლის საშუალებით შესაძლებელია მხედველობის და ტვინის მუშაობის გაუმჯობესება.

გამოყენების წესი: მკურნალობის პირველ კვირას მიიღეთ ერთი დესერტის კოვზი დაფქული სელის თესლის 100 გ კეფირთან ერთად, მეორე კვირას – 2 დესერტის კოვზი იმავე რაოდენობის კეფირთან ერთად, ხოლო მესამე კვირას – 3 დესერტის კოვზი დაფქული სელის თესლი 150 გ კეფირთან ერთად. კეფირი შეგიძლიათ უცხიმო არაჟნით ან მაწვნით ჩაანაცვლოთ. თუ დაფქული სელის თესლი ვერ იშოვეთ, აფთიაქში შეგიძლიათ სელის თესლი იყიდოთ და თავადვე დაფქვათ ყავის საფქვავში.

სელის თესლის ფქვილი და კეფირი საუზმის მაგივრად მიიღეთ. 3 კვირაში ნახავთ, როგორ გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა; წონაშიც დაიკლებთ, თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ.

სელის თესლით ორგანიზმის გაწმენდის პერიოდში აუცილებლად ბევრი წყალი უნდა სვათ (2 ლიტრამდე). ასევე, შეგიძლიათ სელის თესლი სხვადასხვა კერძს დაუმატოთ – ძალიან უხდება სალათებს, ბოსტნეულის კერძებს, სოუსებს და ნამცხვრებსაც კი.

გაფრთხილება: სელის თესლის მოხმარება რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს, რადგან ძლიერი ნაღველმდენი ეფექტის გამო შესაძლოა კენჭები დაძრას. არ არის სასურველი სელის თესლის გამოყენება კოლიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის დროს, აგრეთვე, ფეხმძიმობისას. ზოგიერთ ადამიანს რაციონში სელის თესლის ჩართვის შედეგად მეტეორიზმი და მუცლის შებერვა აწუხებს. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიწყოთ ძალიან მცირე რაოდენობით (მაგ., ნახევარი ჩაის კოვზი) და ნელ-ნელა გაზარდოთ დოზა.

დღეში დასაშვებია 2 სუფრის კოვზი სელის თესლის გამოყენება (ზოგიერთი დიეტოლოგის აზრით – 50 გრამის). ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით გამოყენება დაუშვებელია.

საინტერესო ფაქტი: აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სელის თესლის ეთერზეთში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები უცვლელი და სტაბილური რჩება თბური დამუშავებისას (150 გრადუსზე და მეტ ტემპერატურაზე, 15 წუთიდან 3 საათამდე), ასე რომ, მისი გამოყენება ცხობისასაც შეიძლება.

სელის თესლის სწორად შენახვა: პრობლემა არ არის თბური დამუშავება, პრობლემაა პროდუქტის სწორად შენახვა, რადგან სელის თესლი ჰაერისა და სინათლის ზემოქმედებით სწრაფად იჟანგება და მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, ამიტომ აფთიაქში ნაყიდი პაკეტის გახსნის შემდეგ სელის თესლი კონტეინერში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ ჰერმეტულ პაკეტში. განსაკუთრებით სწრაფად ფუჭდება დაფქული და დაქუცმაცებული თესლი, ამიტომ თუ არ დაიზარებთ და გამოყენების წინ დაფქვავთ, უკეთესი იქნება.

კირა კარიაული

მსგავს თემაზე: ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებები მუცლის შებერვის წინააღმდეგ

ცხარე წითელი წიწაკა კუჭისთვის სასარგებლოა და გახდომაშიც დაგეხმარებათ

დარიჩინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს და ვარიკოზისგანაც გვიცავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close