მოდა/სილამაზეnews

დემნა გვასალიას „ბოლო ზარის“ თემაზე შექმნილი პერანგი 790 ევრო ღირს

დემნა გვასალია ქართველი მწერლების სახელებიანი ცნობილი ჯინსის ქურთუკის შემდეგ ახალ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს – ამჯერად დიზაინერი „ბოლო ზარის“ თემას ეხმაურება.

Vetements-ის ქართველმა ხელმძღვანელმა კიდევ ერთი საინტერესო და ძვირადღირებული პროდუქცია შესთავაზა თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს – ეს არის სხვადასხვა შინაარსის წარწერებით გაფორმებული თეთრი პერანგი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ბოლო ზარის დღეს ქართული სკოლების კურსდამთავრებულების თეთრი პერანგები ხდება ხოლმე.

დემნა გვასალიას პერანგები, რომლებზეც წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად და ინგლისურადაა დატანილი, 790 ევრო ღირს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close