შეუცნობელიჰოროსკოპი

ნახეთ, რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

წარმატების მომტანი ძვირფასი ქვების შესახებ ცოდნა უძველესი დროიდან მოდის. ბოლო ათწლეულებში ქვების მაგიური ენერგიის გამოყენების შესახებ მთელი რიგი თეორია შემუშავდა, მაგალითად, აქტიურად დაიწყო ქვებით თერაპია, რომელიც ადამიანს კრისტალების დახმარებით ფსიქოფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება.
გაგაცნობთ ინფორმაციას იმ ქვების შესახებ, რომლებიც ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის არის განკუთვნილი. ასტროლოგების მტკიცებით, მათი ტარება თილისმების და ამულეტების სახით უზარმაზარი დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ; თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი ქვა გაანეიტრალებს უარყოფით ენერგიებს და ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას დაგიბალანსებთ, გარე სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

ვერძი

ვერძისთვის წარმატება მოაქვს შემდეგ ქვებს: ლალი, იასპერი და მთის ბროლი. ეს უკანასკნელი, ძირითადად, გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება. წითელი ფერის წყალობით ლალს შეუძლია ადამიანი დიდი ენერგიით აავსოს. მისი ენერგეტიკული ზემოქმედება მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. აგრეთვე, ითვლება, რომ ეს ქვა მის მფლობელ ვერძებს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

 

კურო

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვებია ზურმუხტი და ავანტიურინი. ზურმუხტი თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენას აძლიერებს. ავანტიურინი – ეს არის კვარცის ქვა, რომელიც ძალიან ჰგავს ნეფრიტს. ის მფლობელს ყელისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობაში და აგრესიული უარყოფითი ემოციების (მაგ., მრისხანების) დაძლევაში ეხმარება.

 

ტყუპი

ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენლის ქვა არის აქატი. ითვლება, რომ ამ ქვას წარმატება მოაქვს სამუშაოზე, ბიზნესში, ჟურნალისტიკასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ის უხილავი შინაგანი ძალის გაძლიერებისთვის გამოიყენება. აქატი ზრდის სექსუალურ ენერგიას და შურისგან თავდასაცავ ძლიერ თილისმადაც ითვლება.

 

კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვებია: მთვარის ქვა, ოპალი, მთის ბროლი და მარგალიტი. მთვარის ქვა ხელს უწყობს მგრძნობელობის ზრდას და ქალებში შვილოსნობის ფუნქციას აუმჯობესებს. ისლამურ ქვეყნებში ითვლება, რომ მთის ბროლი მფლობელს ეხმარება ჭარბ წონასთან ბრძოლაში, თირკმლის ჭვლების მკურნალობაში და გუნება-განწყობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

 

ლომი

ლომის ნიშნისთვის წარმატების მომტანი ქვებია: ტოპაზი, ქრიზობერილი, ყვითელი ქარვა და ვეფხვის თვალი. ეს უკანასკნელი აზარტული მოთამაშეების მფარველად ითვლება. ძველად მიაჩნდათ, რომ ეს ქვა მის მფლობელს ბედის მოულოდნელი ცვლილებების წინასწარ გამოცნობის უნარს ანიჭებს, ამიტომ ხშირად გამოიყენებენ მომავლის წინასწარმეტყველების დროს.

 

ქალწული

ქალწულის ნიშნის ქვაა ვარდისფერი კვარცი. ძველად მიაჩნდათ, რომ ეს ქვა მფლობელს ეხმარება ემოციური სირთულეების დაძლევაში, პარტნიორებთან დავის, ოჯახური პრობლემების დროს; ის გათვალვისგან დაცვის შესანიშნავი საშუალებაა.

 

სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისთვის წარმატების მომტანი ქვებია: მალაქიტი, ნეფრიტი, ოლივინი და ავანტიურინი. ეს არის მხატვრების, კინოვარსკვლავების, არტისტების, მუსიკოსების და, ზოგადად, ხელოვნების სამყაროსა და სილამაზის ქვები. ძველად სჯეროდათ, რომ ეს ქვები ცხოვრებისეული სიძნელეების მარტივად გადალახვასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება მფლობელებს.

 

მორიელი

მორიელისთვის წარმატების მომტანია მარსის ქვა – იასპი. ითვლება, რომ იასპი მის მფლობელს ღვიძლის და ფილტვების დაავადებების მკურნალობაში ეხმარება, მუხტავს ძალით, გაბედულებითა და ენერგიით და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უიოლებს.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის ბედნიერების მომტან ქვად ამეთვისტო ითვლება, რომელიც მის მფლობელს ხელს უწყობს მოგზაურობების დროს და წარმატება მოაქვს პროფესიულ სფეროში. აღმოსავლეთში ამეთვისტო სულიერი ამაღლებისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმად შეცნობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამ ქვის სახელწოდება მოდის ნიმფის სახელიდან, რომელიც ღვინის ღმერთ ბახუსს შეუყვარდა. ძველ დროში მიაჩნდათ, რომ ადამიანი არ დათვრება, თუ სასმელს ამეთვისტოს თასიდან შესვამს. ეს ქვა მფლობელს უძილობის დაძლევაშიც ეხმარება.

 

 თხის რქა

თხის რქის ნიშნის მფარველია რკინა, ჰემატიტი და შავი ტურმალინი, ისინი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ფინანსური საქმეების წარმატებით წარმოებასა და კარიერის მიღწევაში ეხმარებიან; აგრეთვე, ხელს უწყობენ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში და ინტუიციას უძლიერებენ. ჰემატიტი მფლობელს ყურადღების კონცენტრაციაში ეხმარება.

 

მერწყული

მერწყულის ნიშნისთვის წარმატება მოაქვს ისეთ ქვებს, როგორიცაა: კატის ქვა (კატის თვალი), ოპალი და, განსაკუთრებით, ლაზურიტი. კატის ქვა მის მფლობელს უნარჩუნებს სიმშვიდეს და აბალანსებს ემოციებს; ოპალს მოაქვს ბედნიერება და ადამიანს ოპტიმიზმით მუხტავს, ლაზურიტი კი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან იცავს. ეს უკანასკნელი უჩვეულოდ ლამაზი ფერით გამოირჩევა – ლაჟვარდისფერი, ოქროსფერი წინწკლებით. სწორედ ამიტომ ძველად ის ფართოდ გამოიყენებოდა ძვირადღირებული ნივთების დასამზადებლად.

 

თევზები

თევზების ნიშნისთვის წარმატება მოაქვს ორ ქვას – აკვამარინსა და ამეთვისტოს. შუასაუკუნეებში აკვამარინის ფხვნილი ყელისა და თვალის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ჩვენს დროში კი მას კბილის ტკივილის და ნაწლავების დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ. ამეთვისტო აღმოსავლეთში სულიერი ამაღლების სიმბოლოდ მიიჩნევაა. ის მშვილდოსნებისთვისაც ბედნიერების მომტანი ქვაა.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close