იტალიასაზოგადოება

იტალიელი ქალები ევროკავშირში ყველაზე გვიან აჩენენ პირველ შვილს

პირველი შვილის დაბადებისას ქალის საშუალო ასაკი იტალიაში 31,1 წელია – ევროკავშირში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება 2017 წლის ევროპულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

იტალიაზე ოდნავ დაბალი მაჩვენებელი აქვთ: ესპანეთს (30,9 წელი), ლუქსემბურგს (30,8 წელი), საბერძნეთს (30,4 წელი) და ირლანდიას (30,3 წელი).

იტალიაში დაბადებულ ბავშვთა 7,3% 40 წლის და უფრო მეტი ასაკის ქალებმა გააჩინეს – ეს მეორე მაჩვენებელია ევროკავშირში (7,4% – ესპანეთში); იტალიელ ახალშობილთა მხოლოდ 1,6% მოუვლინეს ქვეყნიერებას 20 წელზე ნაკლები ასაკის დედებმა – ამ მხრივ იტალიას მხოლოდ სლოვენია „ჩამოუვარდება“ (1,5%). შობადობის საშუალო მაჩვენებელი იტალიაში ერთ ქალზე 1,32 ბავშვია. უარესი მონაცემები მხოლოდ მალტას (1,26) და ესპანეთს (1,31) აქვთ.

შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე გაანგარიშებით ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ აღემატება 2-ს; ყველაზე უკეთესი სიტუაცია შობადობის მხრივ საფრანგეთშია: 1,9 ბავშვი – ერთ ქალზე.

მთლიანად ევროკავშირში 2017 წელს 5 მლნ 75 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 2016 წელთან შედარებით 73 ათასით ნაკლებია. 2017 წელს დაბადებულ ახალშობილთა 45% ოჯახში პირველი ბავშვი იყო, 36% – მეორე, ხოლო 19% – მესამე და მომდევნო. ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 513 მლნ-ია.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close