იტალიაში 28 თებერვლის ღამეს, 43 წლის ასაკში, გავლენიანი ყოფილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ჯემო ტბილისსკის“ სახელით იცნობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი კოკაინის გადაჭარბებული დოზა გახდა. იანვარში მოსკოვში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა მისი 52 წლის ძმა – მამუკა. ასევე „კანონიერი ქურდი“ იყო მათი მამა – არსენ (ჯემალ) მიქელაძე, რომელიც 1993 წლის 12 დეკემბერს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოკლეს, ისიც 52 წლის ასაკში.
მამის მკვლელობის შემდეგ მისი „საქმე“ შვილებმა გააგრძელეს. მამის „სახელის“ წყალობით ძმები მიქელაძეები მთელი თავიანთი „ქურდული კარიერის“ მანძილზე მოსკოვის „ქურდულ ელიტას“ ეკუთვნოდნენ (ისინი თბილისიდან, გლდანიდან იყვნენ, მაგრამ წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდნენ) და უფროსი თაობის თბილისელი კანონიერი ქურდების მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ.
მიქელაძეების ოჯახური კლანი აქტიურად იყო დაპირისპირებული ქურდული სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის, იგივე „ძედ ჰასანის“ (მოკლეს 2013 წელს) დაჯგუფებასთან და ამ ბრძოლაში მთლიანად „ქუთაისურ-სოხუმური ალიანსის“ მხარეს იყო, რომელსაც ონიანი და ჯანგველაძე ხელმძღვანელობენ. „ძედ ჰასანის“ მიმართ მტრული დამოკიდებულება ჯემოს მამისგან გამოჰყვა.
ჯემო მიქელაძის გარდაცვალებით მიქელაძეების ოჯახური კლანის ისტორია დასრულდა.
წყარო: http://www.mzk1.ru/2019/03/umer-vor-v-zakone-dzhemo-mikeladze/
კომენტარები