2019 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გვკარნახობს, რა გველოდება მარტში ფინანსების სფეროში, რა გადაწყვეტილოება უნდა მივიღოთ და როდის, რომ ფინანსური მდგომარეობა გავიუმჯობესოთ და დანაკარგები თავიდან ავიცილოთ.
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ვერძებისთვის ფინანსური პროგნოზი ძალიან კარგია. თქვენ შეძლებთ ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას და მნიშვნელოვნად გაზრდით საკუთარ შემოსავალს, იქნებით ძალიან შრომისუნარიანი და მოტივაცია კი საკმარისზე მეტი გექნებათ.
ვერძების წინაშე მარტში სერიოზული მიზნები დადგება მათი რეალიზაციის კონკრეტული ვადებით. ერთადერთი შეზღუდვა ეხება მსხვილი შენაძენების გაკეთებას. შეიძლება მეტისმეტად ემოციურად მოიქცეთ და ძალიან ბევრი ფული დახარჯოთ, რაც ფინანსურად დაგაზარალებთ, ამიტომ ფულის ხარჯვისას ემოციები მოთოკეთ.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
კუროებისთვის მარტი კარიერისა და ფინანსების თვალსაზრისით არც ისე წარმატებული იქნება. დაღლილობას და სიცარიელეს იგრძნობთ, თქვენი სასიცოცხლო ძალები საკმაოდ შესუსტდება, აქტიურობა – შემცირდება, ამიტომ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ, რთულ პროექტებს არ შეეჭიდოთ და უკეთეს დროს დაელოდოთ, რომელიც მალე დადგება მარტში კი ეცადეთ, მეტი დაისვენოთ.
კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებას შეეცდებით. თვის ბოლოს უფრო მეტად გაგიმართლებთ – მიიღებთ ახალ გამოცდილებას, რომელიც თქვენს მდგომარეობას სტაბილურს გახდის.
ტყუპი (21 მაისი – 21 ივნისი)
ტყუპს 2019 წლის მარტმა შეიძლება ფინანსური დანაკარგები და კარიერული დაღმასვლა მოუტანოს. შეიძლება ზარალი განიცადოთ და გაუთვალისწინებელი ხარჯები გაიღოთ თქვენი ზედმეტი ემოციურობის და ხანდახან კი – ჭირვეულობის გამო.
ამიტომ შეეცადეთ, თავი შეიკავოთ გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმისგან და არ შეიძინოთ ის, რის გარეშეც მშვენივრად შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას – ამით თქვენს ფინანსებს გაუფრთხილდებით და ეს გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
მარტში კირჩხიბები წელში გამართვას და თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებენ. ენერგიით სავსე და ძალიან აქტიური იქნებით.
5 მარტის შემდეგ საჭიროა მაქსიმალური ინიციატივა გამოიჩინოთ სამუშაოზე, რათა ხელმძღანელობამ შეგამჩნიოთ. დაიწყეთ შემოსავლის ახალი წყაროს ძიება – თქვენი ყველა წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება, თუმცა სარისკო წამოწყებებს კი უნდა მოერიდოთ. საკმაო ფულის შოვნას პატიოსანი შრომითაც მოახერხებთ, ხოლო მანიპულაციებით და იოლი გზების საშუალებით კი ვერაფერს იშოვით.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
მარტი ლომებისთვის ფინანსურ სფეროში ძალზე წარმატებული თვეა. ფულს ადვილად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იშოვით. თქვენი წამოწყებები წარმატებით დასრულდება. შესაძლოა კარიერულ კიბეზეც წინ წაიწიოთ. თამამად წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები, ფართო გასაქანი მიეცით საკუთარ ფანტაზიასა და შემოქმედებით მიდგომას. ერთადერთი გაფრთხილება: ყურადღებით იყავით, თაღლითებმა არ მოგატყუონ, ისინი მარტში განსაკუთრებით გააქტიურდებიან.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
მარტში ქალწულების ცხოვრებაში ფულის ნაკადი შემცირდება. თქვენი საქმიანობაც კი დაზარალდება, თუმცა თქვენი ამბიციები და მაღალი მიზნები ზეცას მისწვდება.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ თვეში მომავლის დაგეგმვაზე იმუშაოთ, დასახოთ პერსპექტივები, კონკრეტული მიზნები და მათი განხორციელების ვადები, თუმცა უმჯობესია, მათი აქტიური რეალიზაცია ჯერ არ დაიწყოთ. მათი მომწიფებისთვის გარკვეული დრო იქნება საჭირო. ყველა მასშტაბური პროექტი სამომავლოდ გადადეთ, ის დროც მალე მოვა, როცა წარმატებით შეძლებთ განხორციელებას. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით და აკონტროლეთ ხარჯები, რათა თვის ბოლოს ჯიბეები არ გამოგიცარიელდეთ.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორებს მარტში გარკვეული ფინანსური სირთულეები შეხვდებათ, მათი აქტიურობა შემცირდება, საქმეები არც თუ ისე კარგად წავა. ამის მიუხედავად ყველაფერი არც ისე ცუდად იქნება, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
კარგი იქნება, თუ მარტში თვითგანვითარებით დაკავდებით, განსაზღვრავთ, რა არის თქვენი პრობლემების მიზეზი და როგორ მოაგვაროთ ისინი, აგრეთვე, ბოლოს და ბოლოს, მოახერხოთ დაფაროთ ყველა ვალი, ან სცადოთ გასესხებული თანხების დაბრუნება. მედიტაცია და პოზიტიური აზროვნება მატერიალური კეთილდღეობის მიღწევაში დაგეხმარებათ.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელები მარტში ინტუიციის უჩვეულო მოზღვევას იგრძნობთ. სწორედ ის დაგეხმარებათ, მიიღოთ მაქსიმალურად სწორი და ფინანსურად ხელსაყრელი გადაწყვეტილებები. დაუჯერეთ საკუთარ მეექვსე გრძნობას და ამით საკმაო ფინანსების მოზიდვას შეძლებთ.
იმისათვის, რომ საკუთარი მატერიალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე, თუმცა ავანტიურისტულ წამოწყებებზე ჯობია, უარი თქვათ, რადგან რისკი არაფერს კარგს არ მოგიტანთ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მშვილდოსნები მარტში, ფაქტობრივად, ოქროს საბადოს მიაგნებთ. თუ გრანდიოზული გეგმები გქონდათ, სწორედ ამ თვეში იქნება მათი განხორციელების დრო. ეს თვე ძალიან აქტიურად დაიწყეთ, ყველა მიმართულებით მოსინჯეთ საკუთარი ძალები, ჩამოაყალიბეთ ახალი იდეები, შეუდექით ახალი პროექტების რეალიზაციას. მარტის მეორე კვირიდან კი მიენდეთ ბედს და იცურეთ დინების მიმართულებით – ეს წარმატებას მოგიტანთ.
შეიძლება წარსულში დაშვებული შეცდომების გამო ინანოთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. ჯობია, თუ მრუმე აზრებს არ აჰყვებით. ახლა სწორედ უკან მოუხედავად უნდა იმოქმედოთ. თუ თქვენი ცნობიერება წარმატებებზე იქნება მომართული, უმოკლეს დროში შეძლებთ კარიერული კიბის მწვერვალებზე ასვლას.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქებო, ამ თვეში შეიძლება მცირე ფინანსური დანაკარგები გქონდეთ, რაც ფულის გაუაზრებელ, უყაირათო ხარჯვას უკავშირდება. გამოიჩინეთ წინდახედულება და გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღებისგან თავი შეიკავეთ.
თუ საკუთარ თავს მკაფიო მიზნებს დაუსახავთ და დეტალური გეგმის შედგენით გეცოდინებათ, როგორ მიაღწიოთ მათ, ამით თავიდან აიცილებთ მნიშვნელოვან დანაკარგებს და თვის ბოლოს ამ მიზნებს აუცილებლად განახორციელებთ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა მარტში ცოტა ააწრიალებთ. ერთი მხრივ, გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება მოგიწევთ, ხოლო, მეორე მხრივ, წარმატება ყველა საქმეში თქვენი მეგზური იქნება, ამიტომ ფინანსურ ზარალს სწრაფად აინაზღაურებთ და თქვენი შემოსავალი ხარჯებს გადააჭარბებს.
ეცადეთ, არ იყოთ მეტისმეტად ხელგაშლილები, გააკონტროლეთ ხარჯები და შეასრულეთ ფინანსური აფირმაციები – ისინი თქვენ წარმატებისთვის განგაწყობენ და დაგეხმარებიან იმის გაგებაში, თუ როგორ მოიზიდოთ მეტი ფინანსები ნაკლები ძალისხმევით.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
2019 წლის მარტისთვის ფინანსური ჰოროსკოპი თევზებს ურჩევს, საღი თვალით შეხედონ მოვლენებს და თითოეული გარემოება ყველა მხრიდან აწონ-დაწონონ. ახლა ის დრო არაა, ღრუბლებში იფრინოთ – საჭიროა საქმეებზე კონცენტრირება და მოვლენათა განვითარების ყველა ვარიანტის განხილვა.
ეცადეთ, ყველა საკითხი და სამუშაოსთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა პრობლემა სწრაფად და დროულად მოაგვაროთ – ამით თავიდან აიცილებთ ზარალს. თვის ბოლო თქვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება და მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.
მოამზადა თამთა გურულმა
კომენტარები