ევროკავშირს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, ამჟამინდელი სახით ის არ მუშაობს („არ გამოდგება“), – განცხადა თავის ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს იტალიის ვიცე-პრემიერმა, მმართველი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ.
მან თავის თანაპარტიელებთან ერთად ფეიბუქსზე პირდაპირი ტრანსლაცია ჩართო ავტომობილიდან, რომლითაც ისინი სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. ვიცე-პრემიერის თქმით, „ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის „მოგზაურობა“ ამ სიტყვის არა მარტო პირდაპირი, არამედ გადატანითი, პოლიტიკური მნიშვნელობითაც“.
„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალესანდრო დი ბატისტამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირმა „უნდა გადახედოს თავის ტრაქტატებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს. მათი წრე, ვინც ევროკავშირის ახლანდელი წესებისგან სარგებელს იღებს, უნდა გაიზარდოს – სხვა სიტყვებით რომ ითქვას, დროა ელიტამ შეამციროს თავისი გავლენა, – აღნიშნა დი ბატისტამ.
26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნებია, რომლის შედეგების მიხედვით ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობით ფორმირდება „ევროკავშირის ხელისუფლება“ – ევროკომისია. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ აპირებს გააერთიანოს ევროკავშირის ყველა ანტიელიტური მოძრაობა: ახალი ალიანსის ფორმირება უკვე დაიწყო, პოლიტიკოსები ახალ საერთოევროპულ მანიფესტს ამზადებენ.
ნიკო აბაშიშვილი
ნახეთ პირდაპირი ტრანსლაცია ავტომობილიდან, ლუიჯი დი მაიოს ფეისბუქგვერდიდან:
Siamo sempre in viaggio 🚐Fateci compagnia con qualche domanda, vi rispondiamo!
Gepostet von Luigi Di Maio am Montag, 14. Januar 2019
კომენტარები