მედიცინამსოფლიოnews

„დიდებული ამბავი ამერიკისთვის“ – ასე შეაფასა ტრამპმა მოსამართლის გადაწყვეტილება „ობამაქეას“ არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში ფედერალურმა მოსამართლემ გასულ პარასკევს დაადგინა, რომ „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ (რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „ობამაქეა“) მთავარი ნაწილი არაკონსტიტუციურია. ახლა მოსალოდნელია, რომ საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლოში წავიდეს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა თავისი წინამორბედის, ბარაქ ობამას დროს, 2010 წელს მიღებულ ჯანდაცვის აქტს, რომელიც სამედიცინო ხარჯების დაფარვის საშუალებას აძლევს ბევრ ისეთ ამერიკელს, რომელსაც მანამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა ჰყავს, „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“ ჯერ კიდევ მოქმედ კანონს წარმოადგენს.

ტრამპმა ტეხასის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილებას უწოდა „დიდებული ახალი ამბავი ამერიკისთვის“.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე დაჟინებით მოუწოდა სენატის უმცირესობის მომავალ ლიდერს ჩაკ შამერს და წარმომადგენლობითი პალატის „დემოკრატ“ სპიკერს ნენსი პელოუსის, „მიიღონ მძლავრი კანონი, რომელიც ჩინებულ ჯანდაცვას უზრუნველყოფს“.

პელოუსიმ მოსამართლის დადგენილება შეაფასა, როგორც „სასტიკი“ და „აბსურდული“ და განაცხადა, რომ ის გასაჩივრდება.

შამერმა კი აღნიშნა, რომ თუკი ტეხასელი მოსამართლის გადაწყვეტილება უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს, „ეს საშინელება იქნება ათეულობით მილიონი ამერიკული ოჯახისთვის“.

წყარო: http://www.guardian.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close