მსოფლიოnewsიტალიაკრიმინალი

სალვინიმ დავალება მისცა სპეცსამსახურებს, დააკავონ ყველა, ვინც სტრასბურგში მომხდარი ტერაქტის გამო სიხარულს გამოხატავდა

იტალიის სამართალდამცავი ორგანოები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევებს – განაცხადა დღეს, 12 დეკემბერს შს მინისტრმა მატეო სალვინიმ, – ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.

„ტერორისტები და ექსტრემისტები ნებისმიერი საშუალებით უნდა დავაკავოთ“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ყველა, ვინც „ონლაინ ხარობდა“ სტრასბურგში მომხდარი ტერაქტის გამო, დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ დაპატიმრებულები. სპეცსამსახურები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე.

როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე სტრასბურგში, კლებერის მოედანთან, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მკვიდრმა, ჩრდილოაფრიკული წარმოშობის 29 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 13  დაშავდა. დამნაშავემ გაქცევა მოახერხა. მისი ვინაობა ცნობილია. ძებნა გრძელდება. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლებელია მან საფრანგეთის ტერიტორია უკვე დატოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close