
ბოლო წლებში, ნოსტალგიური და განსხვავებულად სასიამოვნო ხმის გამო, ფირსაკრავები განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამასთან, ვინილის დიზაინი უმეტესწილად ძალიან ლამაზი და ეფექტურია.
მუსიკის მოყვარულთათვის მათ გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული ფირსაკრავების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, Extra.ge მელომანებს ფირსაკრავების დიდ არჩევანს სთავაზობს. აქ შეხვდებით სხვადასხვა ბრენდისა და კატეგორიის მოდელებს და, რაც მთავარია, Extra-ს კურიერი შეკვეთას სასურველ დროსა და ადგილზე მოგიტანთ.
სანამ ფირსაკრავების დათვალიერებას დაიწყებ, გიამბობთ, რა კრიტერიუმებს უნდა მიაქციო ყურადღება, რათა საუკეთესო მოდელი შეარჩიო.
რატომ ვირჩევთ ფირსაკრავს? რა უპირატესობა აქვს ფირსაკრავს ციფრულ მუსიკასთან შედარებით
მელომანებისთვის ფირსაკრავის თბილი ჟღერადობა და მისი ჩართვის, მოვლისა და ფირფიტების შეგროვების პროცესი უნიკალური და სასიამოვნოა. საყვარელი ალბომის ვინილის შერჩევა, გახსნა და ნემსის ფრთხილად დასმა სხვა ემოციას ქმნის, ვიდრე უბრალოდ “play”-ზე დაჭერა. ვინილი ხშირად უფრო ბუნებრივ ხმის ტექსტურას ინარჩუნებს, რაც ციფრულ ფორმატში ზოგჯერ იკარგება. ფირსაკრავი იდეალური შენაძენია მათთვის, ვისთვისაც მუსიკის არა მხოლოდ მოსმენა, არამედ მისი შეგრძნებაა მნიშვნელოვანი.
რა მიზნისთვის გჭირდება ფირსაკრავი
სანამ კონკრეტულ მოდელზე შეჩერდები, დაფიქრდი, როგორ გამოიყენებ ფირსაკრავს. თუ უკვე გაქვს ვინილების კოლექცია ან მის შექმნას იწყებ და, უბრალოდ, სახლში მოსმენისთვის გინდა, კომფორტული, „ჩართე და დაუკარი“ ტიპის მოდელი იდეალური არჩევანია.
დიჯეინგისთვის ან მიქსებისთვის უფრო პრაქტიკულია direct drive ფირსაკრავი, რადგან პლატა სწრაფად იწყებს ბრუნვას და სიჩქარეც უფრო სტაბილურია. თუ სეტაპის პროცესიც გიტაცებს, შეგიძლია აირჩიო ისეთი მოდელი, რომლის ნაწილების განახლება შესაძლებელია. საბოლოოდ, შენი მიზანი განსაზღვრავს როგორც ფირსაკრავის ტიპს, ისე ბიუჯეტსა და საჭირო ფუნქციებს.
ბიუჯეტის განსაზღვრა
სანამ უშუალოდ შერჩევის პროცესზე გადახვალ, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა. დამწყებთათვის კარგი არჩევანია ისეთი მოდელი, რომლის ჩართვა მარტივია და დინამიკები ჩაშენებული აქვს. ამ მოდელებს „ჩართე და მოუსმინე“” ” კომფორტი აქვთ. თუ სწორ ადგილას მოათავსებთ, ხმაც სუფთად ისმის.
შედარებით ძვირადღირებული ფირსაკრავი უკეთესი მასალებისგანაა დამზადებული, უფრო ღრმა ჟღერადობა აქვს და ვიბრაციაც ნაკლებად შეგაწუხებს. ამ კატეგორიაში უკვე ნახავ მოდელებს, რომლებშიც კარტრიჯის ან სხვა დეტალების განახლება შესაძლებელია.
ყველაზე ძვირადღირებული მოდელები პროფესიონალი კოლექციონერებისთვისაა. მათი ჟღერადობა ყველაზე ბუნებრივი და სუფთაა. მთლიანი მექანიზმიც ყველაზე ხარისხიანია.
მთავარია, ბიუჯეტი და მოლოდინი ერთმანეთთან რეალისტურად დააბალანსო. კარგ გამოცდილებას ნებისმიერი სეგმენტი იძლევა, თუ სწორადაა მორგებული შენს საჭიროებებზე.
ფირსაკრავის ტიპები და კომპონენტები
ფირსაკრავის შერჩევისას ტექნიკური ნაწილი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
Belt Drive vs Direct Drive
Belt Drive მოდელებში ძრავა პლატას ქამრით უკავშირდება, რის შედეგადაც ვიბრაცია მინიმუმამდე მცირდება და ხმა უფრო სუფთა და ბუნებრივია. Direct Drive-ში პლატა პირდაპირ ძრავზეა დაყენებული, რაც პრაქტიკულია დიჯეინგისა და აქტიური გამოყენებისთვის.
მანუალური, ნახევრად ავტომატური და ავტომატური
მანუალური ფირსაკრავით მოსმენის დროს თავად უნდა დაადოთ ნემსი ფირფიტას. ეს მეტ კონტროლს ნიშნავს, მაგალითად: სურვილის შემთხვევაში, ალბომის პირველ რამდენიმე სიმღერას გამოტოვებთ, არაა აუცილებელი მთლიანად მოუსმინოთ. ნახევრად ავტომატური დაკვრის დასრულებისას ნემსს თავად აბრუნებს საწყის პოზიციაში. სრულად ავტომატური კი ერთ ღილაკზე დაჭერით იწყებს და ასრულებს პროცესს, რაც დამწყებთათვის ყველაზე კომფორტული არჩევანია.
კარტრიჯი, ნემსი და Phono Preamp
კარტრიჯი და ნემსი უშუალოდ ხმის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ბევრ მოდელს კარტრიჯი უკვე დაყენებული მოჰყვება, მაგრამ უფრო მაღალ სეგმენტში მისი განახლება შესაძლებელია. Phono Preamp-ი კი აუცილებელია, რომ ხმა გამაძლიერებელსა და დინამიკებში სწორად გადავიდეს, თუ ჩაშენებული აქვს, ინსტალაცია ბევრად მარტივდება, ხოლო გარე პრეამპი უფრო მოქნილ შესაძლებლობებს იძლევა.
ამ დეტალების ცოდნა დაგეხმარება, ფირსაკრავი არა მხოლოდ გემოვნებით, არამედ ტექნიკურად სწორად შეარჩიო.
შეჯამება
ფირსაკრავის შერჩევა მარტივია, როცა ზუსტად იცი, რა გინდა. თუ მიზანს, ბიუჯეტსა და საჭირო ფუნქციებს სწორად შეაფასებ, იპოვი ისეთ მოდელს, რომელიც რეალურად შეგეფერება და წლების განმავლობაში გამოიყენებ. შეარჩიე ფირსაკრავი სწორად და მოუსმინე შენს საყვარელ ალბომებს ახალი ემოციით.



