ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

იტალია: თავდასხმა საქართველოს გენერალურ კონსულზე ბარის ცენტრში – დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი

გუშინ, 27 იანვარს იტალიის ქალაქ ბარის ცენტრში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ქოიავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ინციდენტი გვიან საღამოს მოხდა კორსო ვიტორიო ემანუელეზე, არჯიროსა და სპარანოს ქუჩებს შორის – უცნობი მამაკაცი ზურგიდან მიეპარა კონსულს, რომელიც მარტო მიდიოდა და კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, შემდეგ მიიმალა.

ამ რაიონში რამდენიმე ვიდეოსათვალთვალო კამერაა განთავსებული. პოლიციის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და დააკავეს თავდამსხმელი – 40 წლამდე მამაკაცი, იტალიის მოქალაქე. თავდასხმის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კონსულმა შოკი მიიღო ზურგიდან მოულოდნელი თავდასხმის გამო, თუმცა ფიზიკურად არ დაშავებულა, იგი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიპლომატმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებმა სერიოზული ტრავმები გამორიცხეს.

DIGOS-ის (საგანგებო ოპერაციების განყოფილება) თანამშრომლები, ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად, იძიებენ, უკავშირდება თუ არა ინციდენტი კახა ქოიავას საქმიანობას და ემუქრებოდნენ თუ არა მას ადრე. ამ მიზნით დაიკითხება დაკავებულიც.

ირაკლი ქოიავა ბარიში საქართველოს გენერალური კონსულია გასული წლის პირველი ივლისიდან.

„ქალაქის სახელით გამოვხატავ სოლიდარობას და თანაგრძნობას საქართველოს კონსულზე თავდასხმის გამო და მადლობას ვუხდი ადგილობრივ პოლიციელებს, რომლებმაც თავდამსხმელი დაუყოვნებლივ დააკავეს. ველოდებით გამოძიების შედეგებს, რათა გავიგოთ ამ მხდალი ქმედების მოტივები“, – განაცხადა ბარის მერმა ვიტო ლეჩეზემ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close