ვიდეომსოფლიოხელოვნებასაქართველო

საბავშვო ევროვიზია 2025 – როგორ მივცეთ ხმა ჩვენს ფავორიტს (ვიდეო)

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალური შოუ 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) გაიმართება. ევროფესტივალს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს. კონკურსს ჟურნალისტი ლიზა წიკლაური და პიანისტი დავით ალადაშვილი წარუძღვებიან.

23-ე საბავშვო ევროვიზიის ფინალში 18 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სახელით წელს „რანინას“ 2025 წლის გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარდგება მაყურებლის წინაშე და შეასრულებს გიგა კუხიანიძის სიმღერას „იბრწყინე, როგორც ვარსკვლავმა“ (Shine like a star).

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 12 დეკემბრის ღამის 12 საათიდან jesc.tv-ზე, საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. საიტზე გადასვლისას მოუსმენთ ყველა კონკურსანტს და მხარი უნდა დაუჭიროთ თქვენს სამ ფავორიტს (მათ შორის, საქართველოსაც, რა თქმა უნდა).

ხმის მიცემა დროებით შეწყდება შაბათს, 13 დეკემბერს, შოუს დაწყების წინ (20:00 სთ) და ისევ განახლდება მხოლოდ 15 წუთით მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე შეასრულებს საკონკურსო სიმღერას.

კვლავ აღვნიშნავთ, რომ თქვენს ფავორიტებს შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ როგორც საქართველოდან, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან.

ნახეთ ვიდეოინსტრუქცია:

საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა (წინა წელს მარიამ მამადაშვილის გამარჯვების შემდეგ), საერთოდ კი, საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის რეკორდსმენია – ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპის ამ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ საბავშვო მუსიკალურ შოუში ოთხჯერ მოიპოვეს გამარჯვება: 2008 წელს – „ბზიკებმა“, სიმღერით „ბზზ…“;  2011 წელს – Candy-მ, სიმღერით Candy Music; 2016 წელს – მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით „მზეო“; 2024 წელს კი – ანდრია ფუტკარაძემ, სიმღერით „დედას“.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე ანიტა აბგარიანი წარადგენს – მოუსმინეთ საკონკურსო სიმღერას (ვიდეო)

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close