პოლიტიკასაქართველო

ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე არჩევნებში – შალვა პაპუაშვილი

არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მათზე ზეწოლით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო არჩევნებისთვის შესაძლოა ემიგრანტებზე წნეხი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

„ნიშანდობლივია, რომ საარჩევნო კოდექსის დებულებების 99%-ის მიმართ შენიშვნა არ აქვთ. საჭიროება იყო ახალი კოდექსის, რადგან ტექსტი გართულებული იყო, ამიტომ დიდი კრიტიკა არ ისმის. ერთადერთი საკითხი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, წარმოადგინოს, გახლავთ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა-არგახსნის საკითხი. ამისი არგუმენტები საკმაოდ ნათელია და ოპოზიციას საპირწონედ არაფერი აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება. ვატყობთ, რომ საქართველოს არჩევნებში ჩარევის დიდი ინტერესია. შარშან ვნახეთ ელჩებისა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის უხეში ჩარევა საპარლამენტო არჩევნებში. მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე იყო შარშან, როდესაც გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი, ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე ჩართული იყო გერმანიის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენაში. ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ მათზე ზეწოლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close