ეკონომიკაnewsსაქართველო
ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „ვიზეარს“ ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება.
სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, „ვიზეარი“ ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან დაიწყებს კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
ამჟამად უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან 23 მიმართულებით დაფრინავს, კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით. მიმდინარე წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია.
კომენტარები