ამინდიინტერვიუსაქართველო
გაფრთხილება ამინდის შესახებ – 7-8 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა

სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ: 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრულღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
კომენტარები