კრიმინალისაქართველო

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელიც პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

სამართალდამცველებმა თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულ ქალებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მოქალაქეები. უწყების ცნობით, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია. როგორც გაირკვა, ხატია წერეთელი მომღერლის ფსევ­დო­ნი­მია, მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი კი ირმა კურ­ტა­ნი­ძეა.

შსს-მ პროსტიტუციის ბრლდებით დაკავებულთა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხატია წერეთელი, იგივე ი. კ. ფიგურირებს

ხატია წერეთელი პირველად 2011 წელს გამოჩნდა „ნიჭიერში“, სადაც „შატილის ასულოს“ გარემიქსებული ვარიანტი შესთავაზა მაყურებელს; შემდეგ იყო სკანდალური სიმღერა ქართულ ჯარზე და, ასევე, ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი – „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა.

თავად დაკავებული თვლის, რომ ის მრავალმხრივი ადამიანია და მის რეზიუმეში არაერთი პროფესიაა მითითებული – მასაჟისტი, ჯაზის მომღერალი, პოპის მომღერალი (როგორც ამბობს ამ ჟანრის კომპოზიციებს გასართობად მღერის), ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, დიზაინერი, PR-სპეციალისტი ტელე-რადიო განხრით.

შსს-ს ცნობით, ფარულად, აუდიო- და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად გადასცემდნენ ფართებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს.

საინფორმაციო სააგენტო STV. ge-მ  ანაკლიაში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე იმ ადგილის კადრები გაავრცელა, სადაც მომღერალი დააკავეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close