კრიმინალისაქართველო

თბილისში 25 წლის ქალმა 22 წლის საქმრო დანით მოკლა – მედიამ დეტალები გაარკვია (ვიდეო)

თბილისში 25 წლის ქალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე,  2003 წელს და­ბა­დე­ბულ ლ. გ.-ს ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა – ნივთმტკი­ცე­ბად ამოიღო.

მედიამ მათი ვინაობა გაარკვია: გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ახალგაზრდა ლუკა და­რა­სე­ლი­აა, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი – თეკლა გერ­სა­მია.

საქმროს მკვლელობის ბრალდებით და­კა­ვე­ბუ­ლი თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ახ­ლობ­ლე­ბი ambebi.ge-სთან საუბარში ამ­ბო­ბენ, რომ ახალგაზრდა ქალი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი ცი­ხე­შია.

„თეკ­ლა „ტიკტო­კე­რია“. ერთი შვი­ლი ჰყავს, გო­გო­ნა. პირ­ვე­ლი ქმა­რი ცი­ხე­შია… რო­გორც ვიცი, მას და ლუ­კას ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ“, – ამბობს დაკავებულის ახლობელი.

„ლუკა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დარ­ჩე­ლი­დან იყო. თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა, ერ­თად ცხოვრობდნენ თბი­ლის­ში. არა­ვინ არა­ფე­რი არ იცის. რაზე იკა­მა­თეს, რა მოხ­და. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ერთი ის ვიცი – ისე უყ­ვარ­და ლუ­კას, რომ ცივ ნი­ავს არ აკა­რებ­და თეკ­ლას. და­ნარ­ჩე­ნი, იქ რა მოხ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს”, – ჰყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ლუკა დარასელიამ სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეო  გამოაქვეყნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close