მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

ტარაკნები ჯარში „მიდიან“ – გერმანიაში ჯაშუში ტარაკნების შექმნაზე მუშაობენ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერინოვაციების ცენტრი ჯაშუშური ინფორმაციის შესაგროვებლად ცოცხალი ტარაკნების გამოყენების იდეას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ბუნდესვერის კიბერინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა სვენ ვაიზენეგერმა, გამოცემასთან კამერებით, სენსორებით, ნეიროსტიმულატორებითა და მინი ზურგჩანთებით აღჭურვილი ჯაშუშური ტარაკნების შემუშავების წინადადებაზე ისაუბრა. იდეა ეკუთვნის სტარტაპ Swarm Biotactics-ს, რომელიც ცოცხალ მწერებზე დაფუძნებულ ბიორობოტებს ქმნის.

კომპანია ტაქტიკური ბიორობოტების შესაძლებლობებს სწავლობს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს მათი საბრძოლო მოქმედებების, განაღმვითი და სამაშველო ოპერაციების დროს გამოყენებას სთავაზობს. მათი გათვლებით, ჯაშუში ტარაკნები დისტანციურად, რეალურ დროში შეძლებენ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.

ფირმის წარმომადგენელმა შტეფან ვილჰელმმა Reuters-ს განუცხადა, რომ შესაძლებელია როგორც ცალკეული მწერის, ისე მთელი გუნდის მართვა.

Reuters-ი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ ახლა გერმანიაში სამხედრო გამოგონებების ბუმია და ყოველდღიურად ბუნდესვერში 20-30 ტექნიკურ იდეას აგზავნიან.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close