საზოგადოებასაბერძნეთი

„ყველაზე ცუდი შესაძლოა ჯერ კიდევ წინ იყოს“ – საბერძნეთში ტყის ხანძარები მძვინვარებს, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

ტყის ხანძრები თითქმის მთელ საბერძნეთში მძვინვარებს. მათთან ბრძოლას ართულებს ძლიერი ქარი, მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდები. სახანძრო სამსახურები მოსახლეობას აფრთხილებენ: „ყველაზე ცუდი შესაძლოა ჯერ კიდევ წინ იყოს“.

საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ხანძარი ქალაქ პატრასთან ახლოს გაჩნდა და მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა.

საბერძნეთის დასავლეთით, აქაიის რეგიონში სამშაბათს, შუადღისას გაჩენილი ხანძარი რამდენიმე საათში 25 კილომეტრზე გავრცელდა. ცეცხლმა 8000-კაციან ქალაქ კატო აქაიას მიაღწია, სადაც ევაკუაციის ბრძანება საღამოს 9 საათის შემდეგ გაიცა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5000-მდე მეხანძრე და 33 თვითმფრინავია ჩართული.

ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები, ფერმები და ქარხნები, ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე და ტურისტი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

მედიის ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი ძლიერი კვამლის შედეგად დაშავდა. დამწვრობის გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი 13 მეხანძრე.

„დღეს კიდევ ერთი ძალიან რთული დღე გველოდება, რადგან ქვეყნის უმეტეს ნაწილში ხანძრის რისკი ძალიან მაღალი იქნება“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ვასილის ვატრაკოგიანისმა. პროგნოზით, ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა 34 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

როგორც „როიტერი“ წერს, ბოლო დღეების განმავლობაში ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთიც.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close