მსოფლიოპოლიტიკა

„პოლიციას ახლა უფლება აქვს, გააკეთონ, რაც უნდათ“ – ვაშინგტონში „საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში „საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.

პოლიციას ახლა უფლება აქვს, გააკეთონ, რაც უნდათ“, – განაცხადა მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, რომლის დროსაც პოლიციელების მიმართ ძალადობაზე ისაუბრა.

„მათ უყვართ პოლიციისთვის სახეში შეფურთხება, [პოლიციელის] სახიდან ერთი სანტიმეტრის მოშორებით დგანან და უყვირიან, შემდეგ სახეში შეფურთხებას იწყებენ. მე ვუთხარი, გააფრთხილეთ: „თუ თქვენ შეგვაფურთხებთ, ჩვენ დაგარტყამთ“. მათ შეუძლიათ ძალიან ძლიერად დარტყმა. ეს ამაზრზენია. წლებია, ამას ვუყურებ. სამი ან ოთხი წელია, ვუყურებ. პოლიცია იქაა და მათ ეუბნებიან: „არავითარ შემთხვევაში არაფერი გააკეთოთ“. ისინი იქ დგანან, ხალხი სახეში აფურთხებთ და არაფრის გაკეთების უფლება არ აქვთ. მაგრამ ახლა მათ უფლება აქვთ, გააკეთონ, რაც უნდათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა, აგრეთვე, თქვა, რომ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტს „ფედერალური კონტროლის ქვეშ მოაქცევს“ და „ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ეროვნულ გვარდიას განათავსებს“.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის დედაქალაქში 23 ადამიანი დააკავეს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განმარტებით, დაკავებები სხვადასხვა მიზეზით მოხდა, რომელთა შორისაა მკვლელობა, იარაღის უკანონო შენახვა, ნარკოტიკების გავრცელება და მგზავრობის საფასურის გადაუხდელობა. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში პოლიციამ ექვსი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

როგორც თეთრ სახლში განმარტეს, მიმდინარე თვის განმავლობაში დამნაშავეთა დევნა და დაკავება გაგრძელდება.

cnn-ის ინფორმაციით, ტრამპის განცხადებიდან მეორე დღეს, 12 აგვისტოს, საღამოს ვაშინგტონში უკვე გამოჩნდა ეროვნული გვარდია – 5 ჯავშანტრანსპორტიორი გაჩერდა ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტის სიახლოვეს. გამოცემის ცნობით, მანქანების თანმხლებმა პერსონალმა მათთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მათ „სიენენს“ ურჩიეს, ევროვნული გვარდიის მათი განყოფილების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის მიემართათ.

„სიენენის“ ინფორმაციით, აგრეთვე, შენიშნეს სასაზღვრო და საიმიგრაციო-საბაჟო სამსახურები იუნიონ-სტეიშნის (Union Station) სადგურთან ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი).

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close