ამინდისაქართველო
21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო დაცხება

აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში კი 34-36 გრადუსს მიაღწიოს.
„ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
კომენტარები