დღის თემასაზოგადოებასაქართველო

12 ივლისს პეტ­რე-პავ­ლო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა – ლოცვა, რომელიც ამ დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

12 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

წმ. პეტრე და წმ. პავლე თავიანთი მოციქულებრივი და  მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“.

პეტ­რე-პავ­ლო­ბა ყო­ველ­თვის 12 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა და ეს სა­ხე­ლი დღე­სას­წა­ულს ხალ­ხუ­რად აქვს შერქმეული. ეკ­ლე­სი­უ­რად კი ამ დღეს „ხსე­ნე­ბის დღე დი­დე­ბულ­თა და ყოვ­ლად­ქე­ბულ­თა თავ­თა მოციქულთა პეტ­რე­სი და პავ­ლე­სი ჰქვია“.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით, იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რა დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა პავლეც მოწამეობრივად აღესრულა – მას იმპერატორ ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

ქრისტეს ეს ორი დიდი მოწაფე რწმენის, გამბედაობისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა. მათი სულიერი ღვაწლი მილიონობით მორწმუნეს შთააგონებს და მათ სახელზე ლოცვა სულს სიმშვიდითა და იმედით ავსებს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღვის. ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე-პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, რომ სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, პირველ ორშაბათს  დაწყებულიყო და მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე გაგრძელებულიყო.

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე იკითხება

ტროპარი:

მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:

მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი ქადაგნი, და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროჲს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close