მაგნიტური შტორმები 2025 წლის ივნისში – ყველაზე საშიში თარიღები ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის

ზაფხულის პირველი თვე – ივნისი ძლიერი მაგნიტური შტორმით დაიწყო, რადგან 31 მაისს მზეზე უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა. დედამიწა რეკორდული სიძლიერის პლაზმურმა ღრუბელმა დაფარა, ენერგიის ძლიერმა მუხტმა 2 ივნისს საშიშ Kp-8 ნიშნულს მიაღწია. ერთი დღის შემდეგ გეოშეტევების ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის კვლავ საფრთხის შემცველი იქნება.
მზეზე აფეთქებების უმეტესობა თვის პირველ ნახევარში მოხდება, მათგან ყველაზე ძლიერი კი 14-შია მოსალოდნელი. ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებმა ეს უნდა გაითვალისწინონ შვებულებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვისას.
დედამიწაზე მაგნიტური შტორმები სხვადასხვა სკალით აღინიშნება. ერთ-ერთი მათგანია K-ინდექსი – 0-იდან 9 ნიშნულამდე. უფრო ხშირია G ასოთი აღნიშვნა ერთიდან ხუთამდე ნიშნულით, სადაც 1 ყველაზე სუსტი შტორმია, ხოლო 5 – ყველაზე ძლიერი.
მაგნიტური შტორმების კალენდარი ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს საშუალებას აძლევს, წინასწარ მოემზადონ და თავი დაიცვან გეოშტორმების უარყოფითი ეფექტებისგან.
1-2 ივნისი – ამ თვის ყველაზე ძლიერი მაგნიტური შტორმები. სიმძლავრე Kp-8 ნიშნულს გადააჭარბებს.
3-4 ივნისი – ივნისის პირველი დღეების გეოშეტევების შედეგები გაგრძელდება, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით.
6 ივნისი – მაგნიტოსფერო აღგზნებულია, შესაძლებელია Kp-4 დონემდე მაგნიტური შტორმები.
14 ივნისი – გაზაფხულის პირველ თვეში ყველაზე ძლიერი გეოშეტევა. მეტეოროლოგიურად მგრძნობიარე ადამიანებს შესაძლოა შაკიკის შეტევა განუვითარდეთ.
24-25 ივნისი – მზის ახალი აფეთქებები ძლიერ მაგნიტურ შტორმებს გამოიწვევს. მათი სიმძლავრე Kp-5 ნიშნულს მიაღწევს.
26-28 ივნისი – მეცნიერები საშუალო სიმძლავრის გეოშეტევებს პროგნოზირებენ. მეტეოროლოგიურად მგრძნობიარე ადამიანებმა შესაძლოა მათი შედეგები იგრძნონ, მაგრამ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ.
როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ეს წინასწარი პროგნოზია და შეიძლება თვის განმავლობაში შეიცვალოს.
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
- თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
- შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.
ამასთან, მოზარდი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის დარღვევა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება იგი ძალიან აღგზნებული და აგრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.
თუკი ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც წარმოიშვას.
გახსოვდეთ, ამინდზე რეაქცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სულით არ დაეცეთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს.
კომენტარები