პოლიტიკაnewsსაქართველო

იტალიაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. 

თამარ ლილუაშვილი აქამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო უნგრეთში, მანამდე კი –  ბულგარეთში.

„თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება უნგრეთს, საქართველოს ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

საგარეო უწყების ცნობით, თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას პირველი ივლისიდან დაიწყებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close