საქართველოსპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ გურიის დასახმარებლად 30 000 ლარი გადარიცხა

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „პსჟ“-ს ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ სტიქიით დაზარალებული გურიის დასახმარებლად თანხა ჩარიცხა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ გურიის დასახმარებლად არა 10, არამედ 30 000 ლარი გადარიცხა! პირველი პოსტის შემდეგ, სადაც ვწერდით, რომ „პსჟ“-ს ქართველმა ვარსკვლავმა გურიაში სტიქიით დაზარალებულთათვის 10 000 ლარი გადარიცხა, პირად შეტყობინებაში დაგვიკავშირდა 2 სხვადასხვა ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა ხვიჩამ მათაც ჩაურიცხა“.
კომენტარები