ამინდისაქართველო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და შტორმის შესახებ

სინოპტიკოსთა პროგნოზით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და საფრთხის დონე მაღალია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი (საფრთხის დონე მაღალი)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სააგენტოსვე ცნობით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაიწევს.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო კოლხეთის დაბლობზე შესაძლოა დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი (საფრთხის საშუალო დონე).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close