როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ნოემბრამდე – განახლებული პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო, სინოპტიკოსთა პროგნოზზე დაყრდნობით, 15-18 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, შუალედში კი, 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმა და ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოთოვს.
თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმას და ქარს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვის სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები