ქართველები უცხოეთშისპორტი

ორი ქართველის დაპირისპირება სერია A-ში – კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ გოგლიჩიძის „ემპოლი“ დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მეორე ქართველი ფეხბურთელის, საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა ემპოლიში და მინიმალური ანგარიშით – 0:1 გაიმარჯვა. გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მათ მოედანზე ხშირად  უწევდათ ერთმანეთთან დაპირისპირება. პირველ ტაიმში „ემპოლი“ უფრო აქტიურობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა შეძლო და ტაიმი ფრედ –  0:0 დასრულდა,

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ უფრო გააქტიურდა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნა. შეხვედრის 61-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მატეო პოლიტანოს წინააღმდეგ ფაუსტონო ანჯორინის უხეშობისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრა 0:1 დასრულდა „ნაპოლის“ სასარგებლოდ.

კვარაცხელიასთვის ეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-4 გოლია, მის ანგარიშზეა 2 საგოლე გადაცემაც.  „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა – ანტონიო კონტემ 76-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა, გოგლიჩიძემ კი მთელი შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „ემპოლის“ 20 წლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე რამდენიმე საერთაშორისო პორტალმა მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ შეაფასა.

სერია A-ს 8 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 19 ქულა აქვს (6 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება) და სატურნირო ცხრილში კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ 16 ქულა აქვს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი, „ინტერი“ 15 ქულით მე-3 ადგილზეა. საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Transfermarkt-მა საბა გოგლიჩიძის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა – საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ემპოლის“ მცველის საბაზრო ფასმა 300 ათასი ევროდან 5 მილიონ ევრომდე მოიმატა, რაც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის შეხვედრებში ქართველი ფეხბურთელის სტაბილურად მაღალი დონის თამაშმა განაპირობა.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები (ხვიჩას გოლი 1:15 წუთზე).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close