ჰოროსკოპი

როგორია ზოდიაქოს ნიშნების LOVE STOTY-ს ფორმულა – ვის როგორი პარტნიორი სჭირდება

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ დაბადების თარიღი გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათზე და, შესაბამისად, ჩვენს ურთიერთობაზე სხვა ადამიანებთან, რომანტიკული ურთიერთობების ჩათვლით.

ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო ურთიერთობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: სტიქია, რომელსაც პარტნიორები მიეკუთვნებიან (ცეცხლი, დედამიწა, ჰაერი, წყალი), მათი მმართველი პლანეტები და ამ პლანეტების მდებარეობა ზოდიაქოს წრეშიც კი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პი­რადი ცხოვ­რე­ბა მხოლოდ ჰოროსკოპით შეფასდეს, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, მაგრამ პლანეტების გავლენისა და ნიშნების ზოგადი მახასიათებლების შესწავლა ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.

ვერძი

ვერძი ჯიუტი და დამოუკიდებელია; ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. ვერძი არც თუ იშვიათად თავს უფლებას აძლევს, იყოს უხეში, ხისტი და უყურადღებო. მას სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი მშვიდი ხასიათით მის ცეცხლოვან ნატურას დააწყნარეს და ურთიერთობებს დააბალანსებს. ვერძი, როგორც წესი, დასახულ მიზნებს აღწევს, ამიტომ პარტნიორადაც ამბიციური პიროვნება სჭირდება.

კურო

კურო ხანდახან ხარივით ჯიუტია, ამასთან, იგი საკმაოდ სერიოზული იერის მიღმა მგრძნობიარე და მზრუნველ ნატურას მალავს. პარტნიორის შერჩევისას კური უპირატესობას ანიჭებს შრომისმოყვარე და დამოუკიდებელ პიროვნებას. კუროს უყვარს ადამიანების განებივრება, მაგრამ ასევე სურს, რომ მასზეც იზრუნონ და მის მიმართ გრძნობები გამოამჟღავნონ. მას სიტყვების შერჩევა უჭირს, მაგრამ პარტნიორისთვის ამ სიტყვების მნიშვნელობის ჩვენება იოლად შეუძლია.

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არასდროს იციან, რა უნდათ, განსაკუთრებით კი, როცა საუბარი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ერთ წუთს სერიოზული ურთიერთობები სჭირდებათ, მეორე წუთში – თამაში და მხიარულება. ისინი ხშირად იცვლიან მოსაზრებებს, რაც ირგვლივ მყოფებში ხშირად იმედგაცრუებას იწვევს. სიყვარულში მათნაირი უზრუნველი, მხიარული და  „შიგადაშიგ“ არასერიოზული ადამიანი სჭირდებათ. ენერგიული და სიცოცხლით სავსე პარტნიორი მათ მხოლოდ „დაამუხრუჭებთ”.

კირჩხიბი

კირჩხიბი რთული, მგრძნობიარე და, ამავდროულად, მოსიყვარულე ნატურაა. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, შეუძლია ურთიერთობებში მთლიანად გადაეშვას, გრძნობების დამალვა მას არ ეხერხება. სიყვარულშიც ასეთივე სერიოზული პარტნიორი სჭირდებათ, ის, ვინც დაამშვიდებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვისაც ესმის მათი და უყვარს მათი მგრძნობიარე ნატურა.

ლომი

ლომი ის ძალაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. ლომებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სასიყვარულო საკითხში სერიოზული ურთიერთობები მოსწონთ, თუნდაც ფლირტი იზიდავდეთ. არიან მხიარული, ქარიზმატული, მომხიბლავი ადამიანები. ლომს სჭირდება ის, რომელიც ადვილად ეგუება მისი ნიშნის კომუნიკაბელურობას და მას იღებს ისეთს, როგორიც არის.

ქალწული

ქალწულს ანალიტიკური ჭკუა აქვს და სხვადასხვა საგანზე ზედმეტად ფიქრობს. კეთილი სულის პატრონს მთელი არსებით შეუძლია შეყვარება. თავის გულს ის უბრალოდ არავის აძლევს – ქალწული პარტნიორმა უნდა დაიპყროს თავისი ინტელექტით, მთელი ძალით მოხიბლოს. იგი მომთხოვნია პარტნიორის მიმართ, რომელსაც ხვდება და ამის მიზეზიც არის – ელოდება, რომ გამოჩნდება ვინმე განსაკუთრებული; ამასთან, თავს მარტოსულად არ მიიჩნევს.

სასწორი

სასწორები ბალანსისა და სტაბილურობისთვის ცხოვრობენ. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომელიც ეჭვიანობის სცენებს დგამს. ეძებენ მას, ვისაც არ ეშინია იყოს ის, ვინც არის და თავისი სურვილების შესახვედრად მოძრაობს. არ უყვართ თამაშები, რადგან რეალობას ეძებენ. ხშირად გამოდიან მშვიდობისმყოფელის როლში. სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ ცხოვრებაში მღელვარებასა და შფოთვას არ შეიტანს.

მორიელი

მორიელი იდუმალებებითა და საიდუმლოებებით მოცული ნიშანია. მასში უამრავი გრძნობა და ემოცია დუღს, მაგრამ ამის გაზიარების სურვილი არა აქვს. არიან ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი და მაცდური ადამიანები. სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ სერიოზულად აღიქვამს, თავს კომფორტულად აგრძნობინებს, მისცემს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას; ასევე, ვინც გაიგებს მათ ემოციებს და თავს დამნაშავედ არ აგრძნობინებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები შფოთავენ იმის გათვალისწინებით, რომ იციან თავიანთი ხასიათი – უყვართ ერთი ურთიერთობებიდან მეორეზე ხშირ-ხშირად გადასვლა. მათ დიდი გული აქვთ და ბუნებრივი სურვილი, სხვებზე იზრუნონ. ურთიერთობებში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ ემოციურ დონეზე გახსნის და ფეხს აუწყობს ცხოვრების გზაზე.

თხის რქა

თხის რქა ძალზე ლოიალური და, უბრალოდ, შესანიშნავი ადამიანია. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც  სამუშაოსგან მოწყვეტს და გართობის სურვილს აღუძრავს. თხის რქა ინტროვერტია, ამიტომ გვერდით ესაჭიროება ადამიანი, რომელიც მის სერიოზულობასა და გულდახურულობას იუმორითა და თავისუფლებით გაფანტავს. თხის რქა უპირატესობას ანიჭებს სერიოზულ ურთიერთობებს. ხშირად ანებივრებს პარტნიორს ზედმეტი ყურადღებით.

მერწყული

მერწყულები წარმატებულები არიან ინტელექტუალურ საქმიანობასა და იდუმალებით მოცულის სფეროში. საიდუმლოს ამოხსნა სურთ მათ სასიყვარულო საკითხებშიც. ახასიათებთ რამე უჩვეულოს, რთულის, სპონტანურის სურვილი. მერწყულებს ისეთი პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც მათ რამე ზღვარზე, კიდეზე გააჩერებს. როგორც კი მიხვდება, რა ხდება, პარტნიორი მას ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცლის და რამე სრულიად მოულოდნელს გააკეთებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ღრმა და მგზნებარე ურთიერთობები სწყურიათ, რომლებიც მათ ჩაფიქრების საფუძველს მისცემს.

თევზები

თევზები მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიშანია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. ადვილია თევზების წყენინება. ეს მაშინ ხდება, თუ თავს კომფორტულად არ გრძნობენ პარტნიორთან. არიან არაპროგნოზირებადი და სიცოცხლის მოყვარულები. თევზებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ შინაგან ბობოქარ ნატურას გააწონასწორებს, სტაბილურს გახდის.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close