მსოფლიოარტისტი

ალენ დელონი გარდაიცვალა – „მეტი, ვიდრე ვარსკვლავი“

„ფრანგული კინოს უკანასკნელი გიგანტი ხანგრძლივი ბინდის შემდეგ გარდაიცვალა: ღვთაებრივი. ვერავინ შეძლებს თქმას, რომ მას ჰგავს“, – წერს ფრანგული „ლე ფიგარო“ ალენ დელონის გარდაცვალებაზე.

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ალენ დელონი კვირას, 18 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი 88 წლისა იყო.

„ალან-ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, აგრეთვე [ძაღლი] ლუბო უზარმაზარი მწუხარებით ვიუწყებით მამის გარდაცვალების შესახებ. იგი მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში, დუშიში, სამი შვილის და ოჯახის გარემოცვაში“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელიც მათ სააგენტო „ფრანსპრესს“ გადასცეს.

„ალენ დელონი იყო მეტი, ვიდრე ვარსკვლავი“, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

„ბატონი კლაინი თუ როკო, ლეოპარდი თუ სამურაი – ალენ დელონმა ლეგენდარული როლები შეასრულა და მთელ მსოფლიოს ოცნებისკენ უბიძგა. მისმა დაუვიწყარმა სახემ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მელანქოლიური, პოპულარული, იდუმალი – იგი მეტი იყო, ვიდრე ვარსკვლავი: ის ფრანგული მონუმენტი იყო“, – ასე ეხმაურება ალენ დელონის გარდაცვალებას საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის, მიღებული ჰქონდა პრემია „სეზარი“  მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“(ფილმი „მელოდია სარდაფიდან“, 1963 წ.), მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.

მსახიობი საფრანგეთის პრესტიჟული ჯილდოს – საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი იყო.

ალენ დელონმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“, „აუზი“, „სამურაი“ და სხვა.

ნინო ხოშტარია

ალენ დელონი და ლუკინო ვისკონტი „როკო და მისი ძმების“ გადაღების დროს. ფოტო: getty images

ამავე თემაზე: ალენ დელონი ევთანაზიას ირჩევს და შვილს სთხოვს, მის გვერდით იყოს ბოლო წუთებში

ალენ დელონი ევთანაზიას ირჩევს და შვილს სთხოვს, მის გვერდით იყოს ბოლო წუთებში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close