იტალიაპოლიტიკა

მილანის მთავარ აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭება

მილანის მთავარ აეროპორტ „მალპენსას“ მალე სახელი გადაერქმევა და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის სახელობისა გახდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლომბარდიის რეგიონმა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სამმართველოში ერთი წლის წინათ შეიტანა მოთხოვნა, რომ აეროპორტს ბერლუსკონის სახელი მინიჭებოდა.

ჩრდილოეთ იტალიის ეს რეგიონი ყოფილი პრემიერის „პატარა“ სამშობლო იყო. ლომბარდიელების ინიციატივა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულმა სამსახურმა მოიწონა. გადაწყვეტილებაზე საბოლოო სიტყვა ტრანსპორტის მინისტრმა მატეო სალვინიმ თქვა, რომელიც ბერლუსკონის მეგობარი იყო.

„სიამაყითა და სიხარულით მზად ვარ ხელი მოვაწერო [აეროპორტის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილებას] ჩემი მეგობრის – სილვიოს, დიდი ბიზნესმენის, დიდი მილანელის და დიდი იტალიელის ხსოვნის პატივსაცემად“, – წერს მატეო სალვინი სოციალურ ქსელებში.

სილვიო ბერლუსკონი ერთი წლის წინათ, 2023 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. იგი მემარჯვენე ცენტრისტულ პარტია Forza Italia-ს („წინ, იტალია“) ედგა სათავეში და 4-ჯერ იყო იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, 1986 – 2016 წლებში მას ეკუთვნოდა იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“.

მანანა  ბანძელაძე

გარდაიცვალა სილვიო ბერლუსკონი – რეკორდსმენი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, კაცი, რომელმაც იტალიაში ტელევიზია და პოლიტიკა შეცვალა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close