ქართველები უცხოეთშისპორტი

„კვარაცხელია არ იყიდება… ამბის დასასრული!!!“ – „ნაპოლის“ განცხადება

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა და მამამ ბადრი კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადეს, რომ მათ ხვიჩას „ნაპოლიში“ დარჩენა არ სურთ და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდში მის გადაყვანას გეგმავენ.

კვარაცხელიას აგენტის ინტერვიუ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რასაც „ნაპოლის“ განცხადება მოჰყვა.

„ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის და მისი მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებებთან დაკავშირებით „ნაპოლი“ იმეორებს, რომ ფეხბურთელს კლუბთან აქვს კონტრაქტი კიდევ 3 წლის ვადით. კვარაცხელია არ იყიდება. ფეხბურთელის ბედს, რომელსაც „ნაპოლისთან“ აქვს კონტრაქტი, არ წყვეტენ არც მამები და არც აგენტები, არამედ საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“. ამბის დასასრული!!!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიური გამოცემები (და არა მარტო – ფრანგული „ლ’ეკიპიც“) წერდნენ, რომ ფეხბურთელის დამატება პარიზულ გრანდს – „პსჟ-ს“ სურდა, რომელსაც კილიან მბაპე მალე დატოვებდა (მბაპე, ფაქტობრივად, უკვე გადავიდა „რეალში“).

თუმცა ახლა ქართველ გულშემატკივრებს ტრანსფერებისთვის ნამდვილად არ გვცხელა – ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად სულ რამდენიმე წუთში დორტმუნდის „BVB არენაზე“ ვიხილავთ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

გამარჯვება ვუსურვოთ კვარას და ჩვენს ბიჭებს!

ამავე თემაზე: ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ გრანდში გადასვლას დათანხმდა – მედია (ვიდეო)

Corriere dello Sport – „პსჟ“ მზად არის, „ნაპოლის“ ლიდერებზე 250 მილიონი ევრო დახარჯოს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close