newsსაქართველო

პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ

პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა პარლამენტში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, 2004 წლის შემდეგ პირველად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე განცხადებით, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გაძლიერება, რაც გულისხმობს სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭებას. ასევე, 20 საჯარო სკოლაში იწყება პროფესიული პროგრამების განხორციელება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სასურველ პროფესიას სკოლაშივე დაეუფლონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close