როგორ მოვიზიდოთ ფული: რას გვირჩევს ხალხური რწმენა?
დაკვირვება აჩვენებს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული მინიშნებებისა, რომლებიც ფულსა და სიმდიდრეს უკავშირდება.
მავანი ამბობს, რომ ეს მინიშნებები ხშირად ქმედითია და მართლა მუშაობს. აბა, დააკვირდით, რამდენს გეფხანებათ ხოლმე ხელისგული ფულის შოვნის წინ?
ქვემოთ წინაპართაგან შემორჩენილი მინიშნებების ერთგვარ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომელთა გათვალისწინებაც, როგორც ამბობენ, თქვენს ცხოვრებაში სიმდიდრეს შემოიტანს.
ვნახოთ, იქნებ მართლაც იმუშაოს.
მაშ ასე, წინაპრების რწმენით:
როცა ქუჩაში ფულს იპოვით
- თუ ქუჩაში ქაღალდის ფული იპოვეთ, არ მოგერიდოთ, აუცილებლად აიღეთ, თორემ ამით ფულის მიმართ გულგრილობის სიგნალებს გაუშვებთ კოსმოსში.
- აუცილებლად აიღეთ ნაპოვნი მონეტა, თუ ის „არიოლზეა“, ვინაიდან ეს ფულს იზიდავს; „რეშკაზე“ დავარდნილს კი გვერდი აუარეთ – ეს ფულს განდევნის თქვენი საფულიდან.
- არ აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი ხარჯები გექნებათ.
სახლში შესასრულებლად
- არასროს ჩამოჯდეთ სასადილო მაგიდაზე, თორემ ფული ყველა მხრიდან გვერდს აგიქცევთ.
- ფულის მოსაზიდად კარგი იქნება, თუ მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ რამდენიმე მონეტას ამოდებთ.
- არასდროს დადოთ საფულე მაგიდაზე ან საწოლზე.
- იქონიეთ სახლში მხოლოდ ერთი ცოცხი, თორემ მთელი ფული გაიხვეტება. ცოცხი ტარით დაბლა უნდა იდოს ხოლმე.
- თუ ფულს შინ ინახავთ, რეგულარულად გადათვალეთ და ხელით გაასწორეთ.
- თუ სახლში ობობა შენიშნეთ, არ მოკლათ, ამბობენ, რომ ეს სიმდიდრისა და კეთილდღეობის მაუწყებელია.
- ნუ დაუსტვენთ სახლში – ეს მნიშვნელოვანი თანხის დაკარგვას მოასწავებს.
- ნურავის ასესხებთ პურს ან მარილს – ამ პროდუქტებთან ერთად სახლიდან ფული და კეთილდღეობა გადის.
- ნუ დაალაგებთ სახლს მზის ჩასვლის შემდეგ.
- არ დატოვოთ ღამით მაგიდაზე ფული ან გასაღები.
- არ დადოთ ჩანთა იატაკზე, თუ იქ ფული გიდევთ.
- არ ჩატოვოთ დანა პურში, თორემ სიღარიბე არ აგცდებათ.
- არასდროს გადააგდოთ პური, თორემ მასთან ერთად თქვენი სახლიდან სიმდიდრეც გავა.
- ნუ გადააგდებთ ნაგავს ფანჯრიდან, თორემ ფული შინიდან გაგიფრინდებათ.
- იქონიეთ სახლში აკვარიუმი – ის ფულს იზიდავს, ოღონდ წყალი გამუდმებით სუფთა უნდა იყოს.
- თუ ონკანი წვეთავს, სასწრაფოდ შეაკეთეთ, ვინაიდან წყლის წვეთებთან ერთად სახლიდან ფულიც გაედინება (სხვათა შორის, პირდაპირი გაგებითაც).
როგორი უნდა იყოს საფულე
ფულს წითელი ფერი და ნატურალური მასალა უყვარს. ამიტომ შეიძინეთ წითელი (ან მოწითალო) ტყავის საფულე.
ნუ დახარჯავთ ფულს ბოლო თეთრამდე. ცარიელი საფულე სიღარიბეს იზიდავს. ამიტომ ყოველთვის იქონიეთ პორტმონეში ერთი ქაღალდის კუპიურა და რამდენიმეც მონეტა.
სხვადასხვა ნომინალის კუპიურები საფულის სხვადასხვა ჯიბეში შეინახეთ.
ნუ შეინახავთ დიდხანს ჭუჭყიან, დაჭმუჭნილ და დახეულ კუპიურებს.
ნუ გადაყრით ძველ პორტმონეებს.
ფული ისე შეინახეთ, რომ ნომრები ერთი მიმართულებით იყურებოდეს.
პორტმონეს ცალკე განყოფილებაში ყოველთვის გქონდეთ კუპიურა ციფრით „5“.
ნუ დაიგროვებთ საფულეში ბევრ ხურდას – ჯობს მოწყალება გასცეთ.
არასდროს არავინ ჩაახედოთ საკუთარ საფულეში!
ზოგადი მინიშნებები ფულის მოსაზიდად
ძველი ხალხის რწმენით, ფულს თვლა კი უყვარს, მაგრამ არა მზის ჩასვლის შემდეგ. ამან შესაძლოა წარუმატებლობა მოგიტანოთ. სხვა ზოგადი ხალხური მინიშნებები, რომლებიც ოჯახში ფულისა და სიმდიდრის მოტანას უწყობს ხელს, ასეთია:
- სუფრაზე უცნობმა ქალმა და მამაკაცმა სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ სულ ბოლოს უნდა მიუჭახუნონ ჭიქები ერთმანეთს, თუ სურთ, რომ ფული ჰქონდეთ.
- თუ გსურთ, რომ ფული დიდხანს გაგიჩერდეთ სახლში, ხელფასის დღეს ერთი თეთრიც კი არ უნდა დახარჯოთ. ჯობს ფულს ჯერ ღამე „გაათევინოთ“ სახლში.
- ნუ გადასცემთ ფულს ხელიდან ხელში, მაღაზიაშიც კი. ეს იმიტომ, რომ ფულთან ერთად შესაძლოა სხვა ადამიანის არასასიკეთო ენერგეტიკა გადმოვიდეს თქვენზე.
- ნურასდროს იტრაბახებთ ახალი ნივთებით, თორემ ფული წავა.
- არასდროს შეხედოთ თვალებში ადამიანს, რომელსაც მოწყალებას აძლევთ.
- თუ ტანსაცმელზე ჯიბე გახვრეტილი გაქვთ, არ დაიზაროთ, სასწრაფოდ გაკერეთ. ეს ფულის „გასვლის“ გზაა.
- ნურასდროს ათხოვებთ ან მოაზომებთ თქვენს ძვირფასეულობას სხვებს.
- ნუ შეიჭრით თმას საკუთარი ხელით.
- თუ მარცხენა ხელისგული გექავებათ – ფული მოვა, თუ მარჯვენა – წავა.
- არასდროს შეგშურდეთ იმ ადამიანისა, რომელსაც თქვენზე მეტი ფული აქვს. ეს კიდევ მეტ გასაჭირში ჩაგაგდებთ.
დაბოლოს, ალბათ ყველაზე მთავარი:
არასდროს გადადოთ ფული „შავი დღისთვის“, დააგროვეთ ის მხოლოდ პოზიტიური დანიშნულებითა და აზრებით. ასეთ შემთხვევაში წარმატება აუცილებლად მოვა!
sputnik-georgia.com
ამავე თემაზე: რა ფერის უნდა იყოს საფულე თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომ ფინანსები მოიზიდოს
არასდროს თქვათ ეს ფრაზები, ისინი ფულს „აფრთხობენ“
კომენტარები