მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთის პრემიერმა თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.

„გადავწყვიტე, განვაგრძო მუშაობა პრემიერ-მინისტრის რანგში. ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ამის გარანტიის მოცემა შემიძლია. სწორედ ამიტომ ვიღებ თქვენ წინაშე ვალდებულებას, ვიმუშაო შეუსვენებლად, მტკიცედ და სიმშვიდით ჩვენი დემოკრატიის აღორძინებისთვის. ასევე, უფლებებისა და თავისუფლების წინსვლისა და კონსოლიდაციისთვის“, – განაცხადა სანჩესმა.

24 აპრილს პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მადრიდის სასამართლოს მიერ სანჩესის მეუღლის, ბეგონია გომესის მიმართ დაწყებული წინასწარი საქმის წარმოება. ბეგონია გომესს გავლენით ვაჭრობასა და კორუფციაში შესაძლო მონაწილეობაში ედება ბრალი. ამის შემდეგ პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დროებით საჯარო მოვალეობების შესრულებას აჩერებდა, რათა გადაეწყვიტა, განაგრძობს თუ არა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელობას.

ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მადრიდში ათასობით მოქალაქემ დემონსტრაცია გამართა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დემონსტრაციაში 12 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

პრემიერ-მინისტრის მეუღლის წინააღმდეგ სარჩელი ორგანიზაციამ „სუფთა ხელები“ წარადგინა, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან არის დაკავშირებული. როგორც „ბიბისი“ წერს, ორგანიზაციის ბრალდება მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ამბავს უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის სიყალბე უკვე დადასტურდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close