კრიმინალისაქართველო

დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ წიგნებს იპარავდნენ (ვიდეო)

ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ტალინი, ვარშავა, მიუნხენი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მძარცველებმა, ძირითადად, რუსი კლასიკოსების პირველი გამოცემები მოიპარეს. დაჯგუფების წევრები ბიბლიოთეკებში სტუდენტის ან მკვლევრის სტატუსით შედიოდნენ, რის შემდეგაც ცნობილი მწერლების, მათ შორის, პუშკინის, ლერმონტოვისა და გოგოლის უნიკალურ გამოცემებს ყალბი ასლებით ცვლიდნენ. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირად ღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.

გამოძიებაში, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ჩართულნი იყვნენ შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები.

ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ათობით მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული უნიკალური წიგნები, რომელიც ბრალდებულებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან მოიპარეს. დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი, მათ შორის, ცოლ-ქმარი – მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე. ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით კი ესტონეთში დააპატიმრეს მათე ცირეკიძის მამა, ბექა ცირეკიძე.

გამოძიება დაწყებულია მუხლით, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ქურდობას. ეს მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close