ვიდეორჩევებიჰოროსკოპი

25 მარტიდან 8 აპრილამდე დაბნელების დერეფანი გველის – რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება რთული და როგორ გავიაროთ ეს პერიოდი (ვიდეო)

სა­გა­ზა­ფხუ­ლო დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფა­ნი და­ი­წყე­ბა 2024 წლის 25 მარტს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით სასწორის ნიშანში და 8 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ვერ­ძში ახალმთვა­რე­ო­ბით. 24-იდან 25 მარტის ღამეს მთვარის ნახევარჩრდილიანი დაბნელება იქნება (როდესაც მნათობის სიკაშკაშე უმნიშვნელოდ იკლებს), 8 აპრილს კი – მზის სრული დაბნელება (სრული დაბნელება გამოჩნდება მექსიკაში, აშშ-ში და კანადაში, ნაწილობრივ – დასავლეთ ევროპასა და ცენტრალურ ამერიკაში).

აღნიშნული პერიოდი კარმული ხასიათით იქნება გამორჩეული – თითქოს ყველა ადამიანი იღებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა.

დაბნელების დერეფნის დროს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, ამიტომ იმპულსურად არაფერი გააკეთოთ: მოგიწევთ, თქვენი ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ, რათა მის სისწორეში დარწმუნდეთ. უნდა იმოქ­მე­დოთ მიმ­დი­ნა­რე რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ეს ეხე­ბა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფეროს და ყვე­ლა დო­ნეს.

„დაბნელებას ძალიან მძიმედ ვუყურებთ, მაგრამ ასე არ არის… აუცილებელი არ არის, ნეგატიური იყოს… ეს პერიოდი დასასრულებელს ასრულებს, დასაწყებს – იწყებს, უბრალოდ, ცოტა მეტი სიფრთხილე გვმართებს…“ – ამბობს ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა, რომელიც თავის რეკომენდაციებს გვიზიარებს, მათ შორის, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close