ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: მიცოტაკისის თქმით, საშუალო ხელფასი თვეში 1500 ევროს მიაღწევს; სააღდგომო დანამატები არ იქნება

ბოლო მომატების შემდეგ საბერძნეთში მინიმალური ხელფასი თვეში 800 ევროს გადააჭარბებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა SKAI-სთან ინტერვიუში განაცხადა და განმარტა, რომ მთავრობა ცხოვრების სიძვირეს ხელფასების ზრდით ებრძვის. მიცოტაკისი ინტერვიუში სხვადასხვა საჭირბოროტო თემას შეეხო, მათ შორის, ოჯახებისთვის გაძვირებული ცხოვრების ტვირთის შესამცირებლად მთავრობის მიერ უკვე გატარებულ და დაგეგმილ ზომებს.

პრემიერის თქმით, ცხოვრების სიძვირე ამჟამად ბერძნული ოჯახების მთავარი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება ხელფასებს ზრდის. მისივე სიტყვებით, მთავრობის მიზანია, საშუალო ხელფასმა 2027 წლისთვის თვეში 1500 ევროს მიაღწიოს, ხოლო საბაზო ხელფასმა – 950 ევროს. მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ხელფასები უკვე გაიზარდა ფასების შემცირებასთან დაკავშირებული სხვა ზომების პარალელურად.

პრემიერის თქმით, ფასების შემცირების კუთხით გატარებულმა ბოლო ზომებმა უკვე მოიტანა შედეგი სარეცხი საშუალებებზე, ბავშვთა რძის ნარევებსა და სხვა პროდუქტებზე, ხოლო კანონის დამრღვევებს დაეკისრებათ ჯარიმები, რომელთა გადახდაც მოუწევთ.

ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა დამატებით ზომებზე მსჯელობს, ხოლო კითხვაზე სააღდგომო დანამატები იქნება თუ არა, უბრალოდ უპასუხა „არა“ და იქვე დასძინა: „თუ რამის გაკეთებას შევძლებთ, ამას წლის ბოლოსთვის ანგარიშვალდებულად გავაკეთებთ“ და ბაზარზე ინტერვენციებზე მიანიშნა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close