ვიდეოსპორტი

„ჩვენ სასარგებლოდ პენალტი რომ დანიშნულიყო…“ – რა კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ (ვიდეო)

კვარაცხელიას გუნდი ესპანურ გრანდთან განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ბარსელონას“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა კატალონიელებმა კარგად დაიწყეს და ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს – მე-14 წუთზე ანგარიში ფერმინ ლოპესმა გახსნა, ხოლო ჟოაო კანსელუმ მე-17 წუთზე „ბარსას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„ნაპოლის“ შეტევების ორგანიზება ძალიან უჭირდა. ამის ფონზე ხვიჩა კვარაცხელიას ბურთი, ფაქტობრივად, არ მისდიოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე მაინც სცადა შეტევების განვითარება, თუმცა გუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და თამაშის გამწვავება ვეღარ მოახერხეს.

ნაპოლიმ“ 30-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. სწრაფი კონტრშეტევა მატეო პოლიტანომ განავითარა და მისი გადაცემის შემდეგ ამირ რაჰმანიმ ეფექტური დარტყმით „ბარსელონას“ კარი აიღო.

ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო, ხვიჩას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა, ერთ ეპიზოდში კვარაცხელიას პასის შემდეგ მატიას ოლივერამ რეალური შანსით ვერ ისარგებლა.

იტალიელები თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ 83-ე წუთზე „ბარსელონას“ სწრაფი კონტრშეტევა რობერტ ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა – საბოლოოდ შეხვედრა მასპინძლებმა 3:1 მოიგეს და და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ.

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ოსიმენთან დაკავშირებულ ეპიზოდში „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი რომ დანიშნულიყო, შეიძლებოდა მატჩი სხვაგვარად დასრულებულიყო.

„ბევრი ბურთი დავკარგეთ და კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტოქეს სივრცეები გავუხსენით, რასაც ასეთი დონის გუნდები არავის ჰპატიობენ. თუმცა იყო მომენტები, როცა კარგად ვითამაშეთ…

რას ვნანობ? ყველაზე მეტად იმას, რომ „ბარსელონას“ დონის რთულ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვიყავით, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ბევრი გოლი არ უნდა გაგვეშვა.

იყო თუ არა პენალტი? მომეჩვენა, რომ აშკარა პენალტი იყო. არ მესმის, რატომ არ აქვს ამ დონეზე VAR-ს დრო გადაწყვეტილების მისაღებად? მათ სწრაფად გადაწყვიტეს, რომ არაფერი იყო, რაც ძალიან საწყენია, რადგან ამას შეეძლო, მატჩის ბედი შეეცვალა“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close