მომღერალმა ლიზი გოზალიშვილმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და ბონის უნივერსიტეტში სწავლობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა „აკუსტიკაში“ მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა – „ჰიმნი თავისუფლებას“ შეასრულა.
„სიმღერის „ჰიმნი თავისუფლებას” შესრულება დიდხანს მინდოდა. განსაკუთრებით მიყვარს, ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იდეის მატარებელია და, შესაბამისად, ჩაწერამდეც, ჩაწერის დროსაც, ძალიან ვნერვიულობდი.
უდიდესი მადლობა
აკუსტიკა • Akustika • 1tv.ge-ს მთელ გუნდს
განსაკუთრებული მადლობა ბატონ მამუკა ჩარკვიანს ნდობისთვის“, – წერს ლიზი თავის ფეისბუქგვერდზე და ვიდეოსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ლიზი გოზალიშვილი გასულ წელს გერმანული „ვოისის“ მონაწილე იყო და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა როგორც თანამემამულეებს შორის, ისე გერმანიაში.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები